x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ბიძინამ შეძლო ხალხის ნაწილის გაბრიყვება, რომ ევროპაში მიდის მშვიდობით. უტყუარი საბუთი ხელში ეჭირა“ - ჩერგოლეიშვილი

image

.

გიგა ბოკერიას მეუღლე, ჟურნალისტი თამარა ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ხელში ეჭირა უტყუარი დოკუმენტი, რომ ევროპისკენ მშვიდობით მიდის და ეს იყო კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის. რაც საერთო ჯამში არჩევნების შედეგებში აისახა.

.

“ევრაზიული ქვეყანა ვართ მეგობრებო.
ეს ფაქტი შედგა რუსული რეჟიმისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას შექმნილი სტრატეგიული ბუნდოვანების შედეგად.
ბიძინა ივანიშვილმა შეძლო პროევროპელი ქართველი ხალხის ნაწილის გაბრიყვება, რომ ევროპაში მიდის მშვიდობით - ამის უტყუარი საბუთი, კანდიდატის სტატუსი, მას ხელში ეჭირა - და რეალურად, მოვედით ევრაზიაში.
საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ევრაზიული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე არ ხვდება ევროპარლამენტის დელეგაციას.
გასაკვირი არ არის.
შესაცვლელია.
და შეცვლას დღეს მეტი შრომა სჭირდება, ვიდრე გუშინ.
.
დღეს საღამოს ლაივს გავაკეთებ.
რევოლუციებზე გავაკეთებ ლაივს.
რა არის რევოლუცია, როდის ხდება, ვინ ახდენს, რას ნიშნავს საერთოდ რევოლუცია...
შეიძლება რევოლუცია მოაწყოს ხალხმა, რომელსაც გაჟონილმა მელანმა არჩევანი შეაცვლევინა?
გუშინ აქციაზე რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე, რომელსაც თავიდან თითქოს ჩემი აზრი აინტერესებდა, მაგრამ პირი გავაღე თუ არა ისტერიკა დაეწყო, რომ რასაც მე ვიძახი ის არ გამოვა.
ზოგადად შემჩნეული მაქვს, რომ ჩემი ჭკუა თავისი მოსაზრებების გასამყარებლად უნდათ და თუ ასე არ ხდება ბრაზობენ.
ეს კონკრეტული პირი ამტკიცებდა რომ კიბოს თუ შელოცვამ არ უშველა, არც ქიმიოთერაპია უშველის.
და ამიტომ? არ უნდა სცადო?
მაგრამ მეორე მხრივ, რა უნდა ქნა მაგ დროს? ხომ არ დააძალებ ქიმიოთერაპიას?
ვერც იმას დააძალებ, რომ გაიგოს.
არ უნდა.
ისტერიკაში ვარდება.
სასოწარკვეთა ყველა მავნეზედ მავნეა - ილია ჭავჭავაძე ამბობდა.
მოკლედ, შევეცდები საღამოს ამ სასოწარკვეთას შევეხო ....
.
0
178
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0