კონფლიქტები ტრამპის მრჩეველი ამბობს, რომ უკრაინამ მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიები უნდა დათმოს 10 ნოემბერი, 10:13
ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ ახალი ადმინისტრაცია უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული და არა უკრაინისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე.
ბრაიან ლანცამ, რომელიც მუშაობდა ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე, განუცხადა BBC-ს, რომ ახალი ადმინისტრაცია მოსთხოვს უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის, შესთავაზოს საკუთარი ვერსია „მსოფლიოს რეალისტური ხედვის შესახებ“. „და თუ პრეზიდენტი ზელენსკი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება და იტყვის: „კარგი, ჩვენ შეიძლება მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვქონდეს, თუ ჩვენი იქნება ყირიმი“, ის გვაჩვენებს, რომ ეს არასერიოზულია“, - თქვა მან და დასძინა: "ყირიმი აღარ არსებობს." ტრამპის პრეს-სპიკერმა დისტანცირება მოახდინა მის განცხადებაზე და თქვა, რომ ლანცა "მის ნაცვლად არ საუბრობს". შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება 2014 წელს მოახდიან. რვა წლის შემდეგ კი დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და დაიკავა ტერიტორიები ქვეყნის აღმოსავლეთით. ტრამპის პოლიტიკურ მრჩეველს, ბატონ ლანცას 2016 და 2024 წლების კამპანიის დროს, არ უხსენებია აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიები, მაგრამ მაშინ ამბობდა, რომ რუსეთისთვის ყირიმის დაბრუნება არარეალურია და „არ არის შეერთებული შტატების მიზანი“. ლანცას ამ განცხადებას უმალ მოყვა პასუხი კიევიდან. "კონსტიტუცია არ აძლევს უფლებას არცერთ მთავრობას ან პრეზიდენტს, შესწიროს ტერიტორიული მთლიანობა და უარი თქვას, მაგალითად, ყირიმზე. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ასევე შეუძლებელია, რადგან უკრაინაში ვერ წარმომიდგენია მთავრობა ან პრეზიდენტი, რომელიც დათანხმდება ამას“, აღნიშნა რადას საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე მერეჟკომ. 243 3-ს მოსწონს
|