x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138430
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ დაშორდა 43 წლის წინ გატაცებული მამაკაცი ისევ მშობლებს და ძმებს?
image

ჩინეთში, ბავშვობაში გატაცებულმა მამაკაცმა ფულის გამო ოჯახთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. ამის შესახებ South China Morning Post წერს.


37 წლის იუ ბაობაო ორი წლის ასაკში პაპა-ბებიის სახლიდან გაიტაცეს. მისმა გამტაცებლებმა ის მიჰყიდეს მდიდარ ოჯახს ჩინეთის სხვა რეგიონში. თუმცა, ახალი მშობლები ცუდად ეპყრობოდნენ შვილს - სცემდნენ და ამცირებდნენ. ხუთი წლის ასაკში უთხრეს, რომ ნაშვილები იყო და 11 წლის ასაკში სხვა ოჯახში გააშვილეს. იქიდან ბიჭი გაიქცა და მაწანწალა გახდა.


უკვე სრულწლოვნი ცხოვრობდა პეკინსა და შანხაიში, სადაც მუშაობდა კურიერად. წლების შემდეგ ბაობაომ გაიხსენა, რომ გაშვილებული იყო და დაიწყო ბილოგიური დედ-მამის ძებნა.



2023 წლის სექტემბერში პოლიციამ დნმ- ტესტით საბოლოოდ იპოვა ბაობაოს ნათესავები. 34 წლიანი განშორების შემდეგ მამაკაცი მშობლებსა და ძმებს დაუბრუნდა. უჩვეულო ამბავმა ბაობაო ცნობილი გახადა და მან ფულის გამომუშავება დაიწყო ონლაინ სტრიმინგიდან.


ოჯახთან შეერთების შემდეგ მამაკაცმა შეიტყო, რომ მისი მშობლები დაშორდნენ. თუმცა, დედაც და მამაც დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ბაობაო უნდა დახმარებოდა ორ ძმას, რომლებსაც ბევრი ვალი ჰქონდათ. კაცი ონლაინ გაყიდვების ბიზნესის იყო დაკავებული და შემოსავლის 60 პროცენტი ძმებს ურიცხავდა


მალე ბაობაოს ძმებმა ფულის გაზიარების სურვილი დაკარგეს. ძმას უხეშად ელაპარაკებოდნენ, შვილად აყვანის დროს დარქმეული სახელით მიმართავდნენ და ცემით ემუქრებოდნენ, თან დააყვედრეს, "კეთილი ნება" გამოიჩინეს და ოჯახში რომ მიიღეს.


მთელი რიგი ჩხუბის შემდეგ ბაობაომ გადაწყვიტა ოჯახთან ურთიერთობის გაწყვეტა. სექტემბერში მან დაბლოკა დედის ანგარიში სოციალურ ქსელში. მიზეზი ის იყო, დედ-მამამ ძმების მხარე დაიჭირეს. ბაობაომ გამომწერებს აცნობა, რომ ოჯახს აღარასოდეს შეურიგდება.

0
99
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0