საზოგადოება საიდუმლო ელენე დარიანის სახელის უკან და პაოლო იაშვილის იდუმალი სიყვარულის ამბავი 9 ნოემბერი, 0:41 ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც დარიანული ციკლის სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა რომ ეს პაოლო იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი იშვიათი ნიჭითა და შემოქმედებით ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა ქალურ ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და პაოლო იაშვილის ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ელენე ბაქრაძე ძალიან არ მოსწონდათ პაოლოს ნათესავ-ახლობლებს, რადგან თავისი დროისთვის საკმაოდ ექსცენტრიული ქალი იყო და არა ტიპური ლეჩაქიანი მანდილოსანი, ამიტომ ცდილობდნენ ელენეს და პაოლოს კავშირის კვალი წაეშალათ, თითქოს ასეთ ადამიანს არც უარსებია პაოლოს ცხოვრებაში. დარიანული ლექსებიც თავისთავად პაოლოსი გამოჰყავდათ ამის გამო. სხვა მოსაზრებით პაოლო ერთ პოეტ ქალს უყვარდა. ეს ქალი იყო ნინო თარიშვილი და ამ ვერსიით, თარიშვილი იდგა ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან. თან როცა პაოლომ ელენე დარიანის ლექსები წაიკითხა მწერალთა კავშირიდან გააგდეს ლექსების ეროტიულობის გამო. ზუსტად იგივე მიზეზით არც თარიშვილს არ დაუბეჭდეს ლექსები. 58 1-ს მოსწონს
"2023 წელს უცხოპლანეტელები უნდა ესტუმრონ დედამიწას, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას?" - რას პასუხობს კითხვას ანომალური მოვლენების მკვლევარი მევიოლინე მამა და სწავლა ოქსფორდში ოლიგარქის ფონდის დაფინანსებით - ვინ არის და რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო? |