x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138434
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
საიდუმლო ელენე დარიანის სახელის უკან და პაოლო იაშვილის იდუმალი სიყვარულის ამბავი

image

ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც დარიანული ციკლის სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა რომ ეს პაოლო იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი იშვიათი ნიჭითა და შემოქმედებით ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა ქალურ ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს.

მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და პაოლო იაშვილის ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა.
ელენე ბაქრაძე თბილისში 1897 წელს დაიბადა. ელენემ და პაოლო იაშვილმა ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს და მათ შორის მალე წარმოიშვა რომანტიული გრძნობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა. მათ გრძნობებზე ელენე ბაქრაძის არქივში შემორჩენილი პაოლოს წერილები მეტყველებენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანმა ოჯახი სხვა ადამიანებთან შექმნა, მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად პაოლო იაშვილს არასოდეს უსაუბრია იმაზე, ვინ იდგა და იდგა თუ არა ვინმე ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან, რაც თავიდანვე ართულებდა რეალური ავტორის იდენტიფიცირებას. დღესაც ქართული საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა : ერთნი ამტკიცებენ ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის იგივეობას და აქცენტს აკეთებენ დარიანის ფენომენზე, როგორც მანამდე უპრეცედენტო ლიტერატურულ მისტიფიკაციაზე ქართულ პოეზიაში.

არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ელენე ბაქრაძე ძალიან არ მოსწონდათ პაოლოს ნათესავ-ახლობლებს, რადგან თავისი დროისთვის საკმაოდ ექსცენტრიული ქალი იყო და არა ტიპური ლეჩაქიანი მანდილოსანი, ამიტომ ცდილობდნენ ელენეს და პაოლოს კავშირის კვალი წაეშალათ, თითქოს ასეთ ადამიანს არც უარსებია პაოლოს ცხოვრებაში. დარიანული ლექსებიც თავისთავად პაოლოსი გამოჰყავდათ ამის გამო.

სხვა მოსაზრებით პაოლო ერთ პოეტ ქალს უყვარდა. ეს ქალი იყო ნინო თარიშვილი და ამ ვერსიით, თარიშვილი იდგა ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან. თან როცა პაოლომ ელენე დარიანის ლექსები წაიკითხა მწერალთა კავშირიდან გააგდეს ლექსების ეროტიულობის გამო. ზუსტად იგივე მიზეზით არც თარიშვილს არ დაუბეჭდეს ლექსები.

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0