საზოგადოებრივი სად გაქრა XIX ს. აღმოჩენილი არქეოლოგიური მტკიცებულება, გიგანტების არსებობის შესახებ? 11 ნოემბერი, 13:03 1889 წელს ლონდონურმა გაზეთმა – "Pall Mall Gazette" სტატია გამოაქვეყნა, საფრანგეთში გიგანტური ადამიანის ძვლების აღმოჩენის შესახებ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს მოვლენა ორნში (ქვემო ნორმანდია) მოხდა. ადგილობრივმა გლეხებმა, რომლების სოფ. კუტესონიდან იყვნენ, საკუთარ ნაკვეთებს ამუშავებდნენ, რა დროსაც მიწა ჩაიქცა და 3 მ. სიღრმის ორმოში აღმოჩნდნენ. ორმოს კიდევ ერთი მიწისქვეშა სივრციდან, თაღი ყოფდა. მიწისქვეშეთში მსგავსი სტრუქტურის არსებობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, ამიტომ, იქ მოხვედრილმა ადამიანებმა მისი დათვალიერება დაიწყეს. იქვე ახლოს, მათ ჩაღრმავება შენიშნეს, რომელშიც ნაწილობრივ გაქვავებული ადამიანის ძვლები იყო. ამ აღმოჩენაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი – ძვლები, სავარაუდოდ, გიგანტებს ეკუთვნოდათ. ადგილზე მომუშავე მკვლევრებმა, მოსაზრება გამოთქვეს, რომ სამარხი ძალიან ძველ დროში გაკეთდა. ამის შემდეგ, მიწის ჩაწევის გამო, შემდგომი კვლევები, დროებით შეჩერდა. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა და სხვა ბრიტანულ გაზეთებში გამოქვეყნდა. მასზე წერდნენ ფრანგულ გამოცემებშიც. თუმცა, ფრანგული პრესა, ისეთი გავრცელებული არ იყო მსოფლიოში, როგორც ბრიტანული. ფრანგულ გაზეთებში ეს აღმოჩენა აღწერილი იყო როგორც – "ossements humains d'une Taille étonnante", რაც "საოცრად დიდი ადამიანის ძვლები" ითარგმნება. ამ პუბლიკაციებში, ასევე მოცემული იყო რამდენიმე დეტალი, რომელიც ბრიტანულ გაზეთებში ნახსენები არ ყოფილა. მაგ., მიწისქვეშა კამერა, სადაც ჩონჩხები იპოვეს, იმდენად დიდი იყო, რომ მასში გლეხების 2 ცხენი ჩავარდა. ასევე აღწერილი იყო 18 მეტრიანი გვირაბი, რომელიც ამ კამერიდან მეორე, – კიდევ უფრო ფართო მიწისქვეშა ოთახისკენ მიდიოდა. ერთ-ერთი სტატია, ფრანგულ გაზეთში – "La Petit Presse", შემდეგი განცხადებით მთავრდებოდა: "მოხარული ვართ, რომ არქეოლოგებს და ანტიკვარებს ახალი შესაძლებლობა მივცეთ, საკუთარი გამჭრიახობის გამოსავლენად. ახლა სიტყვა მეცნიერებზეა!.." თუმცა, ამის შემდეგ, სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ამ სენსაციური აღმოჩენის შემდგომი ცნობები, არც ფრანგულ, არც ბრიტანულ და არც სხვა გაზეთებში გამოქვეყნებულა. მკვლევრებმა შეისწავლეს გაზეთების იმდროინდელი და მოგვიანებით არქივი, მაგრამ, გიგანტური ადამიანის ძვლების შესახებ, ინფორმაციის გაგრძელება ვერსად იპოვეს. სხვა, მსგავსი აღმოჩენების შესახებ, სტატიები საფრანგეთის სხვა რეგიონებშიც გამოქვეყნდა. ლონდონის გაზეთის –"Globe"–ს ცნობით, 1890 წ. ივნისში, ვინმე ლაპუჟმა, პრეისტორიულ სასაფლაოზე, რომელიც საფრანგეთის სამხრეთით, მონპელიეს მახლობლად მდებარეობდა, "ყველაზე ანომალიური ზომის", ადამიანის ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინა. ბატონი ლაპუჟის შეფასებით, ნაპოვნი ძვლები 3, 3 მ. სიმაღლის მამაკაცს ეკუთვნოდა. ლაპუჟმა სტატია და მის მიერ აღმოჩენილი სამარხის ფოტოები, ფრანგულ ჟურნალში – "La Nature"–ში გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, ეს ამბავი, მსოფლიოს მრავალ გაზეთებსა და ჟურნალებში გააშუქეს, მათ შორის, "New York Times" და "Popular Science News"–ში. მაგრამ, "ტრადიციულად", ამ უცნაური აღმოჩენების შესახებ, ეს ბოლო ხსენება იყო პრესაში. ამის შემდეგ, ადამიანი–გიგანტების შესახებ, უკვე აღარავის, არაფერი დაუწერია. ამჟამად, დამატებითი ინფორმაცია არ არსებობს, საფრანგეთში აღმოჩენილი ძვლების შესახებ... და აქ ჩნდება კითხვა: ისინი შემთხვევით დაავიწყდათ რომელიმე საცავში, თუ პარიზის აკადემიაში მოხვედრის შემდეგ გაანადგურეს? ან მას, შეგნებულად მალავენ საზოგადოებისგან, ისე როგორც, სხვა არტეფაქტებს, რომლებიც ოფიციალური მეცნიერებაში არ "ჯდება"! არხის სხვა სიახლეები:* ქუჩის ხელოვნების 30 შთამბეჭდავი მაგალითი, ურბანული ობიექტების გამოყენებით* რა ერქვა სინამდვილეში იესო ქრისტეს?* მოპარული ბუდა – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას587 1-ს მოსწონს
|