საზოგადოებრივი ილიას გამანადგურებელი პასუხი რუსიფიკატორ რედაქტორს 3 ნოემბერი, 1:11 1882 წელს ცარისტული თვითმპყრობელობის რეაქციული პრესის ცნობილმა მეთაურმა, „მოსკოვსკი ვედომოსტის“ რედაქტორმა კატკოვმა გამოილაშქრა საქართველოს წინაააღმდეგ და სცადა შეურაცხყოფა მიეყენებინა თვით ქართველი ერის ღირსებისათვის. ილიამ გამანადგურებელი პასუხი გასცა კატკოვს. საბაბი კატკოვის ამ უღირსი გამოლაშქრებისა შემდეგი იყო.
1882 წელს თბილისის სცენაზე დაიდგა დავით ერისთავის „სამშობლო“, რომელსაც საზოგადოება დიდი აღტაცებით მიეგება. როდესაც სცენაზე გაშალეს ქართული დროშა, საზოგადოება ფეხზე წამოდგა და ოვაციით მიეგება ქართველი ხალხის ეროვნულ ემბლემას. დარბაზში გაისმა ქვითინი. კატკოვის ორგანომ „მოსკოვსკი ვედომოსტმა“, სადაც დაიბეჭდა საზიზღარი ცინიზმითა და ბეზღობით აღბეჭდილი კორესპონდენცია „სამშობლოს“ წარმოდგენის გამო, სასაცილოდ აიღო ქართული დროშა და თვით ქართველი ხალხი. „მოსკოვსკი ვედომოსტი“ წერდა: თავი დაანებეთ ქართველებმა ბოდვას რაღაც წარსულზე, ხოლო თქვენი დროშა გირჩევთ ცირკს მიჰყიდოთ, იქ ტაკიმასხარები უკეთ გამოიყენებენ თქვენ დროშას, ვიდრე თეატრშიო. ამ წერილმა უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ქართველ ხალხში და ილიამ ღირსეული პასუხი გასცა კატკოვსა და მის ხროვას: "ილია უწინასწარმეტყველებდა ცარისტულ თვითმპყრობელობას, რომ მაბეზღარობის ის სული, რომლითაც აღბეჭდილია ეს წერილი და საერთოდ მთელი რეაქციული პრესა, მაჩვენებელია იმისა, რომ ცარისტული რეჟიმი დამპალია, მისი წყობილება შერყეული და აღსასრულიც მოახლოებულიაო. ილია წერდა: „უბედურობა რომელიმე ერისა, დიდი ერია თუ პატარა, სხვათა შორის ისიც არის, როცა პოლიტიკურ ბეზღობას დიდი ავალა მიეცემა, ფართო გზა გაეხსნება, მაშინ პირდაპირ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ საზოგადოების წყობას საძირკველი შერყევიაო და აღსასრული მოახლოვებიაო. „როცა ლიტერატურა, – ეგ ადამიანის ჭკუისა და ზნეობის საგანძე, შეიკედლებს მაგ საძაგლობას, როცა მაბეზღარს თავის კარს გაუღებს ხოლმე, მაშინ თვით საზოგადოების გახრწნილობა ცხადია და სულთმობრძაობა მისი წყობისა უეჭველია. „ყველაზე საშიშარი და საზიზღარი ბეზღობა ის ბეზღობაა, რომელსაც საგნად მთელი ერი ჰყავს, ნამეტნავად იმისთანა ერი, რომელიც „შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა“ ყოველ ღონეს მოკლებულია, რომ თავი იმართლოს, თავის გულისნადები, სულის წყურვილი საქვეყნოდ გამოჰფინოს, მაბეზღარს ყოველივე იარაღი ხელში აქვს და დაბეზღებული კი იარაღაყრილია. „ეს ოციოდ წელიწადია, – განაგრძობს ილია, რაც ბეზღობამ ენა ამოიდგა რუსეთში ბ-ნ კატკოვის და მისი კომპანიის წყალობითა და მხნეობითა. დამქაშების წყალობით ბ-ნ კატკოვს დიდი ბადე აქვს გაბმული რუსეთის სანაპირო ქვეყნებში. რაც კი უწმინდურება მოგუბდება ხოლმე მისი დამქაშების უწმინდურს გულში, სულ ერთიანად სანაპირო ქვეყნებიდამ მოედინება ბ-ნ კატკოვისაკენ და შესაფერის სურნელებით გროვდება იმ თავახდილ და პირმოხეულ აუზში, რომელსაც „Московские ведомости" ჰქვია. ჩვენს საქართველოზედაც არაერთხელ გამოულაშქრებია ბ-ნ კატკოვს...“ ქართული დროშის შეურაცხყოფის გამო ილია წერდა: „გაცვეთილი კაცისაგან ყველაფერი მოსალოდნელი, მაგრამ ეგრეთ უკადრისად ხსენება მისი რასაც ყოველი პატიოსანი კაცი, ყოველი ერი თაყვანსა სცემს, როგორც ემბლემას ერის პატიოსნებისას, ერის ღირსებისას, რომლის შეუმწიკვლელად დაცვისათვის არამცთუ ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი ყველგან დედამიწის ზურგზედ სიცოცხლეს არა ზოგავს და მისთვის სიკვდილი სახელად და დიდებად მიაჩნია, იმის ეგრეთ უკადრისად ხსენებას, არ ვიცით რა სახელი დავარქვათ და მისი ეგრეთ მომხსენებელი რა სულიერებაში შევრაცხოთ. ეგ დროშა, რომელიც ეგეთი სასოებით და პატივით უტარებია იმოდენა ხანს ქართველს, ეგ დროშა, რომლითაც წინ დახვედრია მოზღვავებულ თათრობას და მუსულმანობას... ძლევამოსილობით ომიდამ გამოუტანია და დაუმკვიდრებია კავკასიაში, ეგ დროშა, რომელსაც აწინდელი ქართველი იმავე ვაჟკაცობით და თავგამომეტებით თან გაჰყოლია და რუსებთან ერთად სისხლი უნთხევია მამულისათვის, დღეს ეგ დროშა საცირკოდ გაგვიხადა ერთმა ვიღაცა კორესპონდენტმა და ბ-ნმა კატკოვმა ბანი მისცა...“ ილია ამთავრებდა წერილს სიტყვებით: „თუ ჩვეულებრივმა გრძნობამ მართებულობისამ არ შეაყენა ბ-ნი კატკოვი, იმას მაინც უნდა მოჰრიდებოდა, რომ უპატიურად ხდის მთელ ერს, რომელიც შეჰფარებია რუსეთს მარტო თავის პატიოსნების და ღირსების დასაცველად. თვით ბარბაროსიც კი არ იკადრებდა ეგრეთ გაუპატიურებას მთელის ერისას. მაშ, ბარაქალა კატკოვს და მის მომხრეებს, რომ იკადრეს ის, რასაც თვით ბარბაროსიც კი ითაკილებდა. ესღა დაგვრჩა ნუგეშად მის იმედისა დიდისა?“ ასეთი იყო ილიას ეს ღირსეული პასუხი თვითმპყრობელობის მავრაზმული პრესის ამ გამოლამქრების გამო ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ შავრაზმელთა წრეების მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამ გამოლაშქრების დროს ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა რუსეთის "პროგრესულმა პრესამ". ილიას შემდეგ კატკოვსა და მის ხროვას პასუხი გასცა ცნობილმა რუსმა პუბლიცისტმა ნ. მიხაილოვსკიმ. წყარო: პავლე ინგოროყვას – ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი 409 4-ს მოსწონს |
აღმაშენებელმა პოპულაციის გაზრდის მიზნით ჩამოასახლა და არა იმიტო რო ვინმეს საცხოვრებელი მიწა უნდოდა. იმ ხალხის შთამომავლები არიან უკვე ადგილობრივი მოსახელობა და ის მიწა მათიც არის.რაც შეეხება ქართველების გამოყრას,დარწმუნებული ვარ რო უბრალო მოქალაქეს ქართველებთან არანაირი პრობლემა არ აქვთ და არც ქონიათ. ეს არის თავსმოხვეული ამბავი უცხოეთიდან,მარტო რუსეთიდან არა. ადრე იყო ერგნეთის ბაზრობა,ქართველები და ოსები შვენივრად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან,თუმცა მერე მიშამ გააუქმა და ათასი სიგიჟე აკეთა. ბევრი რო არ გავაგრძელოთ,არც ოსი არის ქართველის მტერი და არც ქართველი ოსის მტერი,ეს არის თავს მოხვეული ამბავი. გაიხედეთ გარეთ,რა ხდება ქუჩებში,ქართველი ქართველს უპირისპირდება მხოლოდ იმიტო რო განსხვავებულ პარტიებს აძლევენ ხმას,ხოდა ე.ი. რა გამოდის,ქართველი ქართველთან არის დაპირისპირებული? არა,ესეც გარედან მოხვეულია. სანამ ამას არ გავიაზრებთ ქართველებიც,ოსებიც და აფხაზები,შერიგება არ გამოვა მანამდე.
ჩვენ ვართ უსამართლობის მსხვერპლი, ხოლო რუსები იყვნენ დამპყრობლები, რომლებმაც მოგვატყუეს და დაგვიმონეს.
ოსები აღმაშენებლმა ჩამოასახლა თუ არა, ეგ რა შუაშია? იქნებ წაკითხულის გააზრებაზე თავად გემუშავათ?
ოსების მთავარი დანაშაული მანდ ცხოვრება კი არა, ისაა, რომ გამოგვყარეს — ქართველები გამოყარეს.
თანაც თუ ჩამოვასახლეთ, ე.ი. არც დაგვიპყრია და არც მოგვიტყუებია — პირიქით, მიწა მივეცით, რომ ეცხოვრათ.
რუსები კი ჩვენთან მოვიდნენ, აქეთ წაგვართვეს მიწები, დაგყვიპრეს, მეფობა გაგვიუქმეს და ეკლესიის დამოუკიდებლობა მოგვისპეს.
როცა ამდენი სხვაობაა, იქ „მხოლოდ ქვეყნის ინტერესის დაცვას“ ვერ შეეხება „პარალელი“, ჯობია სხვა შემთხვევა მოიყვანოთ, მაგალითად საფრანგეთის აფრიკასთან ურთიერთობა, ან ესპანეთის მექსიკასთან და ა.შ. ქართველი და ცხინვალი აქ სახსენებელიც არაა. ჩვენ სხვისი არაფერი არ გვინდოდა და არ გვინდა.
ზაქათალა და ტაო-კლარჯეთი როცა დაიკარგა, მაშინაც რუსები განკარგავდნენ ჩვენს მიწებს ან რუსის მონები, როგორ უნდოდათ ისე ანაცვლებდნენ მიწებს თურქეთთან და აზერბაიჯან-სომხეთთან.
კავკასიელი ველურების პატივის ცემა კი არავის სჭირდება, ყოველთვის მათზე მაღლა ვიდექით და ყოველთვის შურდათ ამის. როგორც კი შანსი ეძლეოდათ, ჩვენს ომებში ქართველების მოჭრილი თავებით თამაშობდნენ ფეხბურთს.
ლჯბტ კი ყოველთვის იყო საქართველოში და ყველგან, ეგ ვერ იქნება „ნომერ პირველი საფრთხე“, როგორც გვატენიან. პარტიებიც ყველა მომხრეა, ხელი აქვთ მოწერილი თუ არა. თავიანთი შვილები ყველას ევროპაში ჰყავთ გაშვებული იქ ელჯიბიტობენ თუ არა, არავინ იცის. ეს აქ აბოლებენ ხალხს ხმებისთვის, ვითომ „ღირსებას იცავენ“, თორემ თავად ევროპასაც კარგად იყენებენ და ამერიკასაც. თავისთვის ემეტებათ, სხვისთვის არა.
ბევრი გვაქვს ეგეთი ტერიტორიები საქართველოში,სადაც სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს. თელავშიც,მარნეულშიც და ლაგოდეხშიც. ბევრჯერ იყო და მომავალშიც იქნება მცდელობა სიტუაციის არევის,თუმცა ქართველბმა და აზერებმა ეს შეაჩერეს. ამ რაიონებში არავინ იძახის რო აზერები ჩამთრეულები არიან და ის მიწა მათიც არ არის. როცა დაიწყებ ასეთ რამეს,მერე ვიღაცა გამოიყენებს ამას,ხოდა ამიტომაც არის სამაჩაბლო და აფხაზეთი დროებით დაკარგული. თუ კიდევ დავწვრილმანდებით,ზაქათალა და ბელექანი ძირძველი ქართული მიწებია,როგორც ტაო-კლარჯეთი,ხოდა მიდი პრეტენზია განაცხადე თუ ბიჭი ხარ. ეს არის ქართველი ხალხის უუნარობის ბრალი და თავისი ქვეყნის ინტერესების არ დაცვის ბრალი ასევე. კატკოვმა თავისი ქვეყნის ინტერესი დაიცვა,რაც დასაფასებელია და მისაბაძი ქართველებისთვის. და დიახ,დამოუკიდებლობის მოსურნე ოსებმა ის დროშა,გაირჭონ უნდა ერთ ადგილას ან ცირკში გამოიყენონ,როგორც თავის დროზე უნდა ექნათ ქართველებს იგივე. გასაგებია რო არ მოგწონთ,მარა სიმართლე ეს არის. რატომ ვამბობ ამას? გადაიკითხე XIX საუკუნის საქართველოს ისტორია დეტალურად,დაუმატე XX საუკუნის პირველი მეოთხედი და თქვენვე მიხვდებით,რატომ უნდა გაეჭოთ ის დროშა და რატომ იყო მართალი კატკოვი.