სხვა "ძალიან მინდოდა მენახა, როგორები იქნებოდნენ... კომუნიზმის დროს" 2 ნოემბერი, 14:53
საბჭოთა პერიოდია. ბულვარში ლუდის კასრი მიიტანეს. გამყიდველი ხსნის მას და ემზადება გასაყიდად.
მამაკაცი უახლოვდება: - რა ღირს მთლიანი კასრი? - აბა, დათვალე: ორასი ლიტრი, თითო კათხა 22 კაპიკი ღირს.ანუ ლიტრი 44 კაპიკი.მთლიანად 88 მანეთი გამოდის. -აი შენი ფული, წადი დაისვენე, გაერთე. საღამოს ცარიელ კასრს მოაკითხავთ. - კარგი! გამყიდველი მიდის. მამაკაცმა გახსნა პლაკატი წარწერით "უფასო ლუდი". ხალხი თავიდან გაოცდა. მერე დაიწყეს მოგროვება. ცოტა ხანში რიგი დადგა, შემდეგ გრძელი რიგი. შემდეგ ბრბო შეიკრიბა . ცოტა ხანში არტყდა აყალმაყალი, გინება, ყვირილი. ვიღაცა ურიგოდ ეტენება, დაიწყო ჩხუბი, ერთმანეთს თავ-ყბა დაამტვრიეს. მოვიდა მილიცია . ბრბო დაიშალა. მოჩხუბრები განყოფილებაში გადაიყვანეს.ის მამაკაციც მათთან ერთად მიაყოლეს . დაიწყეს მასზე ზეწოლა: – რა მიზნით მოახდინეთ ჩხუბის პროვოცირება? –ეგ არც მიფიქრია! – უკანონო ვაჭრობით ხართ დაკავებული? – ხალხს უფასო ლუდით გავუმასპინძლდი. არიან მოწმეები. - ესე იგი ლუდი მოიპარე! - ჩემი ნაშრომი ფულით ვიყიდე. მაქვს ამის უფლება. - შენ რა აფრენ? - ნორმალური ვარ. სერთიფიკატიც მაქვს. - კარგი, გაგიშვებთ. უბრალოდ მითხარი რატომ გააკეთე ეს? რატომ დახარჯე შენი ფული? ვითომ რა ოინია? - კარგით გეტყვით. მე ახალგაზრდა აღარ ვარ. კომუნიზმს ვეღარ მოვესწრები და ძალიან მინდოდა მენახა როგორები იქნებოდნენ ადამიანები ... კომუნიზმის დროს… მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი" 251 2-ს მოსწონს
|