სხვა ამერიკელმა 11 საზღვაო კონტეინერისგან საოცნებო სახლი ააშენა 1 ნოემბერი, 20:30 საოცნებო სახლის ასაშენებლად მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის. ხშირად პრობლემას წარმოადგენს არა საცხოვრებლის კონცეფცია და არქიტექტურა, არამედ მისი მშენებლობის ფინანსური ხარჯი. ჰიუსტონის (ტეხასის შტატი, აშშ) მკვიდრმა უილ ბრომ მოახერხა გრანდიოზული გეგმების განხორციელება მინიმალური დანახარჯებით. ააშენა უჩვეულო სამსართულიანი სახლი საზღვაო კონტეინერებისგან.
უილ ბრო დიზაინერია, ამიტომ იდეების ნაკლებობას არ განიცდის. მამაკაცს სურდა დიდი და უჩვეულო სახლის აშენება, ხოლო მსგავსი პროექტის განხორციელება იაფი საქმე არ არის. ამიტომაც გადაწყვიტა ყველაფერი გაეკეთებინა, რომ საკუთარი ძალებით შეექმნა სამსართულიანი ტაუნჰაუსის პროექტი, რომლის საფუძველი 11 საზღვაო კონტეინერი იყო. ჰიუსტონში ყველაზე უჩვეულო სასახლის გამოჩენის ისტორია მარტივი არ იყო. უილმა თავდაპირველად დაიქირავა ადგილობრივი მშენებლები, რომელთაც უნდა შეექმნათ პროექტი და შემდეგ განეხორციელებინათ. სამწუხაროდ, მალე მოუწია მათთან დამშვიდობება, რადგან არ იყო კმაყოფილი მათი მუშაობის ხარისხით. წარუმატებელი გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა, რომ შეუძლია შექმნას პროექტი დამოუკიდებლად და განახორციელოს. 2011 წელს დაიბადა 11 კონტეინერისგან დამზადებული უნიკალური სახლის კონცეფცია, რომელიც მაშინვე გააფორმა კომპიუტერულ პროგრამაში 3D დიზაინისთვის. როგორც უილმა თქვა, ასეთი უჩვეულო მასალა აირჩია იმიტომ, რომ საზღვაო კონტეინერები გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით გარე არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ. არ არის აალებადი, არ აშინებს ქარიშხალი და გამძლეა. საქმის ხარისხიანად შესასრულებლად შეისწავლა სამშენებლო ლიტერატურა სატრანსპორტო კონტეინერებისგან სახლების აშენების შესახებ. წიგნებსა და ჟურნალებში ბევრი ორიგინალური და ძალიან სასარგებლო იდეა იპოვა. მშენებლობას დიდი დრო არ დასჭირდა და 232 მ² ფართობის „ყუთი“ უკვე რამდენიმე კვირაში მზად იყო. შემდეგ უილმა ახალი სახლის დათბუნა დაიწყო, რადგან მისი კედლების ლითონი ხურდებოდა მზის სხივებზე და ცივ სეზონზე ყინულივით ცივი ხდებოდა. დათბუნების და საკომუნაციო სისტემის გაყვანის შემდეგ მის საყვარელ საქმეს მიხედა. ესაა ინტერიერის გაფორმება. ამ საკითხში ბრო პროფესიონალი იყო, ამიტომ მისი სახლი შიგნიდან გვაოცებს თანამედროვე გადაწყვეტილებებით და პატარა დეტალებამდე გათვლილი ერგონომიკით. ასევე დაგაინტერესებთ: ენთუზიაზმით სავსე მხატვარმა Mercedes-ის ძველი ავტობუსი სტუდიოს ტიპის სახლად გადააკეთა ვისაც ეჩქარება: იტალიელი არქიტექტორი სახლს მხოლოდ 6 საათში აგიწყობთ 4 შვილიანმა ოჯახმა სასკოლო ავტობუსი სახლად გადააკეთა! შედეგი შესანიშნავია მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე ყოფილი უსახლკარო პირველი ადამიანია აშშ–ში, ვინც 3D პრინტერით აშენებულ სახლში დასახლდა 132 შეფასება არ არის |