საზოგადოება „კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი 1 ნოემბერი, 18:25 „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ერთგულ მომხმარებლებს ბრენდ ფესტივალს სთავაზობს. კამპანია ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, 1-ელიდან 19 ნოემბრის ჩათვლით. ფესტივალის ფარგლებში, მომხმარებლებს „კარფურში“ წარმოდგენილ 50 ბრენდზე, 50%-მდე ფასდაკლება დახვდებათ. ამასთან ერთად, 50 ლარის შენაძენზე მომხმარებლებს ათასობით პრიზის მოგების შესაძლებლობა ექნებათ. იმისთვის რომ გახდე გამარჯვებული, საჭიროა ფესტივალის ფარგლებში ესტუმრო „კარფურის“ ნებისმიერ ფილიალს, შეიძინო სასურველი პროდუქცია და დაასკანერო MyClub-ი. შეგახსენებთ, რომ „მაიქლაბი“ არის „კარფურის“ ლოიალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ერთგული მომხმარებლები განსაკუთრებული ფასდაკლებებით, შეთავაზებებით და ქულების დაგროვების სისტემით სარგებლობენ. „მაიქლაბზე“ დაგროვებული ქულების გადაცვლა შესაძლებელია კარფურის ნებისმიერ ფილიალში სასურველი პროდუქტის ან ნივთის შესაძენად. ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბით“ სარგებლობა შესაძლებელია კარფურის მობილური აპლიკაციის მეშვეობით - MAF CARREFOUR, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემისთვის. „კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ მარტივი შოპინგის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს მომხმარებელს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე. უკვე 12 წელია რაც „კარფური“ საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა მასშტაბური კამპანიებით, ფასდაკლებებითა და პრიზებით ანებივრებს. ეწვიეთ „კარფურს“, დააგემოვნეთ სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია ბრენდ ფესტივალის ფარგლებში, ისარგებლეთ ფასდაკლებებით და არ გამოტოვოთ ათასობით პრიზის მოგების შესაძლებლობა. R 28 1-ს მოსწონს
|