ბანკები თურქმა დამლაგებელმა უცნობი პირებისგან ჩარიცხული მილიონობით დოლარი უკან დააბრუნა 28 ოქტომბერი, 9:49
დამლაგებელს ანგარიშზე თითქმის შვიდი მილიონი დოლარი ჩაერიცხა უცნობი წყაროდან, ის მივიდა ბანკში და თანხა დააბრუნა, ამის შესახებ თურქული გამოცემა Yeni Şafak-იწერს. დასავლეთ თურქეთში ქალაქ იზმირის მცხოვრებმა ბანკს უცნობი პირებისგან მის ანგარიშზე ჩარიცხული დაახლოებით შვიდი მილიონი დოლარი დაუბრუნა. ამის შესახებ გაზეთი Yeni Şafak იუწყება. ქალაქ იზმირის მენდერესის რაიონში მცხოვრები დასუფთავების თანამშრომელი ოზქან აიდიკი გაკვირვებული დარჩა, როცა თავის ანგარიშზე 23 მილიონ ლირაზე მეტი აღმოაჩინა(დაახლოებით (6, 7 მილიონი აშშ დოლარი), როდესაც ის შევიდა მობილური ბანკის აპლიკაციაში კომუნალური გადასახადების გადასახდელად. როგორც პატიოსან მოქალაქეს შეეფერება ის ბანკში მივიდა და მთელი ფული დააბრუნა და თქვა, რომ ეს იყო არამი ფული (ისლამური რელიგიის მიხედვით უღირსი, უპატიოსნო გზით მოპოვებული). ”მე არავისთვის მითქვამს მომხდარის შესახებ, სანამ ბანკში არ მივედი და თანხა არ დავაბრუნე, სანამ ტვინი გადამიტრიალდებოდა. ფულის დაბრუნება ისე განვახორციელე, როგორც მოქალაქე:- ფულს იხდის სალაროში. ამის შემდეგ არც არავინ მოსულა ბანკის თანამშრომლებიდან ეკითხათ საიდან მოვიდა ეს ფული. ვეჭვობდი, რომ რაღაც არ იყო რიგზე და ავუხსენი სიტუაცია ჩემს მეზობელს. ვგულისხმობ, იმას, საიდან მოვიდა ეს ფული, დავაბრუნე, მაგრამ სად წავიდა?ამის გაგება მინდა. ბანკის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ მათ არა აქვთ უფლება გაამჟღავნონ საიდან მოიტანეს ეს ფული ან სად წავიდა. ამიტომ მივალ პოლიციაში და შევატყობინებ სიტუაციას“, - განაცხადა ოზქან აიდიკმა. 436 3-ს მოსწონს
|