x
ლიბანი: საფრანგეთს ეშინია ,,მოახლოებული სამოქალაქო ომის" , განმარტავს მინისტრი სებასტიენ ლეკორნუ

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ლიბანი “სრული ნგრევით" ემუქრება.

არსებობს უარესის შიში. “ცეცხლის შეწყვეტა ლიბანში აუცილებელია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ორშაბათს, 21 ოქტომბერს. ამით მან გააფრთხილა ქვეყნის დაშლისა და “გარდაუვალი სამოქალაქო ომის" რისკის შესახებ. “ჩვენი პოზიცია, ამ მომენტში, ძირითადად განპირობებულია ლიბანში გარდაუვალი სამოქალაქო ომის შიშით. - თქვა სებასტიან ლეკორნუმ ელსიაის სატელევიზიო არხზე. მან დასძინა: თქვენ ხედავთ, რომ ლიბანი შეიძლება მთლიანად დაინგრეს იმაზე მეტად, ვიდრე უკვე არის". მან ახსენა დევნილი მოსახლეობა, ასევე რელიგიათშორისი დინამიკა, რომელიც ძალიან ძლიერია. ასევე: “ჰესბოლას დასუსტება კარგი ამბავია, ჩვენ არ ვაპირებთ საპირისპიროს თქმას" და დასძინა: რას ვეუბნებით ჩვენს ისრაელელ მეგობრებს, მოკავშირე ქვეყანას?! ესაა ის, რომ ჩვენ არ უნდა ჩავვარდეთ ესკალაციის მახეში.

ლიბანის საერთაშორისო კონფერენცია ხუთშაბათს: ჰუმანიტარული საკითხების გარდა, ხუთშაბათს, პარიზში დაგეგმილი ლიბანის საერთაშორისო კონფეერენცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს ლიბანის სუვერენიტეტი, განსაკუთრებით მდინარე ლიტანის სამხრეთით, საიდანაც ჰესბოლა უკან არ დაიხევს, მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს #1701 რეზოლუციის განკარგულებისა. გაეროს დროებითი ძალების (უნიფილ) სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით, სებასტიენ ლეკორნუ გმობს, რომ “ოპერაციებისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ზომები ყოველთვის არ არის მიღებული ისრაელის არმიის მიერ, მაშინაც კი, თუ აშკარად არის ჰესბოლას მიერ ამ კონტიგენტების ინსტრუმენტალიზაცია.

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0