x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„ვისაც მიშას ბეზპრედელი არ გინდათ, ნაცებს და აჰალს ხმა არ მისცეთ.... თუ დამიჯერებთ, არ ინანებთ“ - ჩერგოლეიშვილი
image

.

გიგა ბოკერიას მეუღლე, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ფიქრობს ხმა გახარიას მისცეს თუ არა. უპარტიოდ დარჩენილი თამარა ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ მიშას და მელია-გვარამიას ტანდემს ხმას არ მისცემს და ამისკენ მოუწოდებს თანამოაზრეებსაც. ასევე არ აპირებს ხმა მისცეს ლელოს, რადგან ხაზარაძის ტელევიზია ტვ პირველიც უსაქციელოდ მოქმედებს და ადამიანებს ბლოკავს. თუმცა, ჩერგო წერს, რომ ნაცმოძრაობისა და მელია-გვარამიასთვის ხმის მიცემას, ისევ ჯობია ლეოს დაუჭირონ მხარი, თუ არ უნდათ რომ სააკაშვილი შერჩეთ ხელში.

.


ევროპული საქართველოს დაშლის შემდეგ ბოკერია ჩერგოლეიშვილი უპარტიოდ დარჩნენ, პარტია ფედერალისტები მათ 20 ოქტომბერს დააფუძნეს, თუმცა ამ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, რადგან პროცედურები ვერ მოასწრეს. ამდენად, ისინი ჯერ ვერ ამბობენ რომელ პარტიას დაუჭერენ მხარს, თუმცა ჩერგოლეიშვილმა რამდენჯერმე დაწერა, რომ გახარიასთვის ხმის მიცემაზე ფიქრობს, რადგან სხვა შემთXვევაში მიშას მივიღებთ.

.

“აუ რა დაპირისპირებულია მიშა გვარამიასთან, 15 წუთია გვარამიას ბრიფინგი მიდის მთავარზე და ნაყოფია არ თიშავს.
გიგამ ალიანსის წინაპირობად მთავარის გახსნა რომ დაუყენა გვარამიას, მეო ვერ ვაკონტროლებ მთავარს, ნაყოფია მიშლის ხელსო - ატყუებდა.
ისე უნდოდა პარტიის hostile takeover, რომ ჩვენ არ გამოვეჩინეთ - ეგ ვიღას დააინტერესებს, ჩვენ თუ ხალხთან კომუნიკაციის გზები ხსნილი გვაქვს
(ელენე, ზურა და მელია კი ყავს ბანდეროლივით ამოჩრილი. სიის პირველი ნომრობაც არავის დაუთმო, ცრუმაგიერი პირი დააყენა სიის პირველ ნომრად, რომ თვითონ იყოს ლიდერი).
ვისაც მიშას ბეზპრედელი არ გინდათ, ბიძინას ბეზპრედელის სანაცვლოდ, ნაცებს და აჰალს ხმა არ მისცეთ. ვინც დამიჯერებთ, არ ინანებთ.
.
კიდევ ერთი მიზეზი მაქვს რომ გახარიას ხმა მივცე.
(ხაზარაძეს ტვ პირველის უსაქციელობის გამო ვსჯი და არ ვაძლევ - მაგრამ სხვებს მოვუწოდებ, რომ სჯობს ლელოს მისცენ, ვიდრე ენმ/აჰალს თუ თავკომბალა მიშა არ უნდათ მიიღონ)...
,
ვინც არ იცით, ხმა ვის მისცეთ, იმიტომ რომ თქვენს ინტერესებს არჩევნებში მონაწილე არცერთი პარტია არ განასახიერებს - მარტო არ ხართ, ჩვენც ასე ვართ.
⚫️ ასე ვართ იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკას მძიმე სისტემური დაავადება აქვს!
ეს დაავადება რუსული ტოტალიტარული წარსულის მემკვიდრეობაა და იმაში გამოიხატება, რომ ქვეყანა არა საზოგადოების, არამედ ადამიანთა ვიწრო ჯგუფების ინტერესებს მორგებული ოლიგარქიული, ჰიპერ-ცენტრალიზებული სისტემით იმართება.
❗️დღეს ჩვენი სახელმწიფო მიტაცებულია თვისებრივად და გეოპოლიტიკურად რუსული რეჟიმის მიერ. რუსეთის ვასალის, ივანიშვილის ახირებებს ემსახურება სასამართლო, უშიშროება, პარლამენტი, მთავრობა, მუნიციპალიტეტები, სამთავრობო მედია ...
❗️რეჟიმის მოდელზეა აწყობილი ოპოზიციურ პარტიათა უდიდესი უმრავლესობა და მათ მიერ კონტროლირებადი ტელემედია - აქაც, ყველა და ყველაფერი ბელადის, ან დონორის გარშემო ტრიალებს.
⚫️ ასეთ სისტემაში ამომრჩევლის ინტერესების სამსახურისთვის არავის აფასებენ და აწინაურებენ - ინდივიდუალური წარმატების გზა ადამიანთა ძალიან ვიწრო ჯგუფის კეთილგანწყობის მოპოვებაზე გადის.
❗️ სწორედ ამიტომ, წარმატების მოსაპოვებლად ოლიგარქიას არაერთი ე. წ. ჩვენიანი აძლიერებს - ისინი საბაზისო ღირებულებების უარყოფის ფასად იცავენ ამ მანკიერ სისტემას, იმისათვის, რომ დაიცვან საკუთარი ადგილი სისტემაში.
⚫️ ასეთ გარემოებებში, სრულიად კანონზომიერია, რომ ჩვენს ინტერესებს არავინ გამოხატავს, იმიტომ, რომ ჩვენი ინტერესების სამსახური პოლიტიკოსებს კარიერული წინსვლისთვის არ სჭირდებათ.
❗️ ამომრჩეველსა და პოლიტიკურ ელიტას შორის უფსკრული რომ ამოივსოს, ოლიგარქიული სისტემა უნდა ჩამოინგრეს არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაში და ძალაუფლების წყარო გახდეს ამომრჩეველი - არა რომელიმე ბელადი, ან დონორი.
❗️დეოლიგარქიზაციის გასაღები ძლიერი მოქალაქის ხელშია. მაგრამ მოქალაქის გაძლიერებას ოლიგარქიული სისტემა ვირუსად აღიქვამს და მის განეიტრალებას ყველა მის ხელთ არსებული რესურსით ცდილობს - სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ, ფედერალისტები, დროებით საარჩევნო პროცესს მიღმა აღმოვჩნდით
‼️ მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არჩევანი არ გვაქვს.
ჩვენ გვესმის, რომ ბევრი თქვენგანი რეჟიმის ოპოზიციურ ალტერნატივას არ ენდობა, მაგრამ სტატუს კვო რომ ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის და ზოგადად, თავისუფლებისთვის დამღუპველია, ეს ხომ უკვე ცალსახად ნათელია?
თუ სტატუს კვო არ შეიცვლება, რუსეთის პირისპირ მარტო დავრჩებით, რაც ისტორიულად გამოგვიცდია და ვიცით, რომ სისხლიან ტერორს ნიშნავს - ამის შემზარავი მაგალითია აფხაზეთში ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდა.
აფხაზეთის ომის დროს ჩვენ დასავლეთისგან სრულიად იზოლირებულები ვდგამდით დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს და რუსეთს სწორედ ამიტომ გაუვიდა ასე იოლად ქართველების გენოციდი.
❗️ ამდენად, არჩევანი გვაქვს და ეს არჩევანი 26 ოქტომბერს სტატუს კვოს შეცვლაა
❗️ არ მოგატყუებთ, ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების შემდეგაც ძალიან ბევრი ხიფათი გვრჩება.
❗️მხოლოდ რეჟიმის მარცხი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი შესრულდეს - ოლიგარქიული სისტემა დაინგრეს და მის ნანგრევებზე ახალი, ევროპული რესპუბლიკა დავაფუძნოთ.
‼️ მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკური განადგურება აუცილებელია იმისთვის, რომ შემდეგ - სხვა მონსტრები გავანეიტრალოთ.
აი ამიტომ, ძალიან გთხოვთ, არ დარჩეთ სახლში და ივანიშვილი ერთად დავამარცხოთ - ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ისტორიული მიზნისკენ, თავისუფლებისკენ და უსაფრთხოებისკენ გზა არ დავკარგოთ.
.
2 წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება.
ორი წლის განმავლობაში, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ "სააკაშვილს ვკლავთ".
ახლა ეგ "მომაკვდავი" საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს, შეთანხმებულ ქარტიას შლის რომ მომავალი პრემიერობა არავის დაუთმოს - "ხალხი გადაწყვეტს" - "მე ვიქნები" - ს ევფემიზმია.
დათვი არ მოუკლავს და ტყავს ხარბდება - ეროვნულ ამოცანას აზიანებს და მისი ხელიდან მარცხისთვის გვწირავს.
თუ თვითონ არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება.
არცერთ ოპო ტელეჟურნალისტს კითხვა არ დაუსვამს ნაცმოძრაობისთვის და გვარამიასთვის, რატომ აწყობდნენ ამ
სამარცხვინო ცირკს და რატომ ატყუებდნენ, შეურაცხყოფდნენ და ადანაშაულებდნენ ქართულ საზოგადოებას ამ მანიპულატორი ნარცისის გამო.
და აი ამ დუმილის ფონზე, ეს ანტიჟურნალისტები, იაგოსთან და გახარიასთან უნიჭო ძიძგილაობას ასაღებენ ჟურნალისტიკად და ბაბლში საღდება ეს ალიექსპრესის ტავარი.
თავისუფლების დაცვა ღირსეულ ხალხს შეუძლია.
.
0
279
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0