საზოგადოება "რევანშის შანსი გვექნება" - რას წერს მერაბ მეტრეველი 12 ოქტომბერი, 11:52 ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველო-უკრაინის მატჩს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:"კიდევ ერთხელ წავაგეთ უკრიანასთან. ზოგადად უკრაინელრბთან საბჭოთა დროსაც გვიჭირდა. ტექნიკიურებიც არიან და ფიზიკირად ჩვენზე ძლიერებიც. რამდენასაც ეგენი დარბიან, ჩვენ ასი წელი ვერ ვირბენთ, ამიტომ კლასში უნდა დაჯაბნო. კლასში კი ვერ დავჯაბნეთ.ვერც იმას ვიტყვით, რომ მათ დაგვჯაბნეს და ჩვენზე უკეთ ითამაშეს. ერთი ბურთით მოგვიგეს, რომელიც ჩვენვე ვაჩუქეთ. რომ არ გვეჩუქრბინა, ფეხებს მოგვიგებდნენ.ჩვენზე უკეთ არაფრრი გაუკეთებიათ პრესინგის გარდა. პრესინგი და პრესინგიდან ამოსვლა ჯერ ისევ რჩება ჩვენს აქილევსის ქუსლად. სანამ ამას არ ვისწვავლთ, უფრო მაღალ დონეზე ვერ გადავალთ.ამიტომ შეიძლება წაგება კარგიც იყოს სარკეში ჩასახედად და გაკვეთილის სასწავლებლად. სულ ვერ მოიგებ. სადღაც უნდა წაგვეგო და კარგია, რომ ახლა წავაგეთ და არა ერთა ლიგის პირველ მატჩებში. ახლა სატურნირო ცხრილში კარგად ვართ და ერთი წაგრბა ტრაგედია არაა. მთავარია ჩავარდნა არ დაგვეწყოს.ამისთვის საჭიროა ალბანეთს მოვუგოთ. უკრაინა კი აქეთ არის ჩამოსასვლელი და რევანშის შანსი გვექნება.ჩვენს ლიდერებს კავარას და ჩაკვეს თამაში დიდად არ გამოუვიდათ, რადგსნ უკრიანელები მათ წინააღმდეგ დაკვირვრბით მოქმედებდნენ. კარგად ყავდათ ორივე შესწსვლილი. საერთოდ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩაკვეზე დავალება ქონდათ მწვრთნელისგან: რომ გაიქცევა, მაისურით დაიჭირეთ, თორემ ისე ვერ დაეწევითო.წაგების დადებითი მხარე ისაა, რომ გაჩვენებს რაღაცები შესაცვლელია და ტაქტიკა, რომელიც იდეალური გეგონა, შეიძლება სულაც არაა იდელაური. მაგაალითად, კარგად გამოჩნდა, რომ კვარა გარემარბად უფრო ეფექტურია, ვიდრე თავდამსხმელად. ეს მაშინ გსმოჩნდა, როდესაც თამაშის ბოლოს ვა-ბანკზე წავედით, მცველის მაგივრად ბუდუ შემივიყვანეთ და ხუთი მცველდან ოთხ მცველზე გადავეწყვეთ. კვარამ უკან დაიხია ფლანგზე და ეგრევე უფრო აქტიური გახდა..ზოგადად ძალიან მომეწონა ეს განლაგება 4-4-2. სსნილის ადგილზე მე გავრისკავდი და მომდევნო თამაშებში 4 მცველს დავაყენბდი, ოღონდ უფრო დღევანდელი "ნაპოლის" განლაგბით 4-3-2-1 წინ ჟორჟი, ჟორჟის უკან კვარა და ზურიკო, მათ უკან ჩაკვე, კიტე და ქოჩორა (ვიცი, რომ ალბანეთთან ქჩორა არ გვეყოლება. ზოგად სქემას ვწერ.) მაგრამ სანიოლი სავარაუდოდ არ გარისკავს. "- ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის პოსტში.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. პოზნანში ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.მატჩის ერთადერთი გოლი უკრაინელებმა 35-ე წუთზე, მუდრიკის შორეული დარტყმით გაიტანეს. მიუხედავად ჩვენი გუნდის რამდენიმე მცდელობისა, პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა. ეროვნული გუნდი თბილისში 12 ოქტომბერს დაბრუნდება. ერთა ლიგის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებმა ალბანეთს 2:0 სძლია. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს.171 შეფასება არ არის |