x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეცნიერებმა საბოლოოდ დახურეს საკითხი კორონავირუსი-COVID-19-ის წარმოშობის შესახებ
image

მკვლევარებმა უარყვეს ყველა გავრცელებული ვერსია და დატოვეს მხოლოდ ერთი.


მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები SARS-CoV-2-ის წარმოშობის შესახებ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ფაქტობრივად პარალიზება მოახდინა.


საბოლოო დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალის Cell-ის გვერდებზე, დადასტურდა, რომ Covid-19 ბუნებრივი წარმოშობისაა.



ადრეული ვერსიები, მისი ხელოვნური წარმოშობის შესახებ, რომელიც თითქოსდა შეიქმნა უჰანის, ან შეერთებულ შტატების საიდუმლო ლაბორატორიაში, არ დადასტურდა.


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ SARS-CoV-2 ვირუსი რეალურად წარმოიშვა უჰანის ბაზარზე, სადაც ბევრი ცხოველი ჰყავდათ გალიებში გალიებში, მაგრამ ეს სპონტანურად მოხდა და არა კონკრეტული ერთი ცხოველის მიერ.


მკვლევარებმა გამოიკვლიეს უჰანის ზღვის პროდუქტების გენეტიკური მონაცემები, რომლებიც შეგროვდა 2020 წლის დასაწყისში ჰუანანის ბაზრიდან. აღმოჩნდა, რომ COVID-19-ის გავრცელების ძირითადი კერა მხოლოდ იქ იყო.


ეს არ არის დაკავშირებული ვირუსის გაჟონვასთან რომელიმე ლაბორატორიიდან.


სტატიაში მითითებულია, რომ SARS-CoV-2-ის გენეტიკური მრავალფეროვნება, რომელიც დაფიქსირდა მთელი ეპიდემიის განმავლობაში, მჭიდრო კავშირშია ამ კონკრეტულად ამ ადგილთან.


„SARS-CoV-2-ის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა ბაზრის დახლებთან და ცხოველთა სადგომებში“, - აცხადებენ ავტორები.


მათ შეძლეს ველური ცხოველების დნმ-ის ვირუსების ნიმუშების იდენტიფიცირება.


ყველა ცხოველი, რაც დახლზე იყიდებოდა, დაწყებული ციბეტათი, ბამბუკის ვირთხებით და დამთავრებული ენოტისმაგავარი ძაღლებით.


ღამურებიც, რომლებიც, ერთი ვერსიით, Covid-ის გამავრცელებლები იყვნენ, ასევე გაამართლეს.


გარდა ამისა, ნიმუშებში აღმოაჩინეს სხვა ვირუსები, რომლებითაც ცხოველები დაინფიცირდნენ. ეს ყველაფერი შეისწავლეს და შეადარეს მონაცემებს კონკრეტული ცხოველების შესახებ, რომლებიც იმ დროს ბაზრის თაროებზე იყიდებოდა.


დასკვნა ცალსახაა:


„მაგალითად, ენოტისმაგვარი ძაღლები არიან SARS-CoV-2 კორონავირუსის აბსოლუტური მატარებლები. და არა მარტო ისინი. ბაზრის იმ ნაწილში, სადაც ბევრი ვირუსი იყო დაგროვილი, ბევრი პოტენციურად ინფექციური ცხოველი იყიდებოდა. ვინ იფიქრებდა".


ავტორებმა განაცხადეს, რომ COVID-19-ის ადრეული შემთხვევების რეტროსპექტულმა მიმოხილვამ დაადასტურა 2019 წლის დეკემბერში დაავადება 174 პაციენტს გამოუვლინდა. აქედან 32%-მა პირდაპი კავშირში იყო ამ ადგილთან ხოლო სხვა პაციენტები, ცხოვრობდნენ ბაზართან ახლოს და ტრიალებდნენ მის გარშემო“.

0
118
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0