x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე შავ–ბნელი დღე უახლეს ისტორიაში

1933 წლის 30 იანვარს მოხუცმა რაიხსპრეზიდენტმა პაულ ჰინდენბურგმა (1847–1934 წწ.) ადოლფ ჰიტლერი დაიბარა და მისთვის მოულოდნელად, ხელისუფლება გადააბარა. ამ ფაქტის გამო, ნაცისტების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... იმავე საღამოს, ბერლინი საკარნავალო ატმოსფეროში ჩაეფლო და პრეზიდენტის სასახლესთან, ჩირაღდნით ხელში, ათასობით სამხედრომ ჩაიარა. ჰინდენბურგი, რომელიც იმპროვიზებულ ზეიმს, საკუთარი რეზიდენციის ფანჯრებიდან უყურებდა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ვერ გაიგო, თუ რა აპოკალიფსური მხეცი გავუშვი, იმ დღეს ქუჩაში.


image


"ათასწლოვანი რაიხის" პირველ დღე, ყველაზე შავ–ბნელი დღე იყო მსოფლიოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ მაშინ, ეს არავინ იცოდა... ჰიტლერის გარდა, ნაცისტური პარტიის ლიდერებიც ამბობდნენ, რომ როგორც კი ხელისუფლებას აიღებენ ხელში, ყველაფერი დასრულდება.


"ჩვენ — უკანასკნელები ვართ, მათ რიგში, ვინც გერმანიის ისტორიას ქმნის!" – განაცხადა ჰიტლერმა 30–იანი წლების დასაწყისში.


imageისტორიკოსები დღემდე ვერ ხსნიან, თუ როგორ შეიძლებოდა, ასეთ ქვეყანაში, ძალაუფლება ჰიტლერისთვის ჩაებარებინათ? რადგან, სულ რაღაც, ორიოდე წლით ადრე, მოვლენების ასეთი განვითარების წარმოდგენა, შეუძლებელი იყო. გარდა იმისა, რომ ჰინდენბურგს ჰიტლერი სძულდა, ამ უკანასკნელს, 1932 წლამდე, გერმანიის მოქალაქეობაც კი არ ჰქონდა.

რეალურად, თუ ვიმსჯელებთ, ჰიტლერის წარმატების ისტორია (კარიერის ყველა ეტაპზე) — უპირველეს ყოვლისა, მისი შეუფასებლობის შედეგი იყო: მას სათანადოდ არავინ აღიქვამდა, დაწყებული შიდა პოლიტიკური კონკურენტებიდან — ისეთი "მძიმე წონის" პოლიტიკოსებით დამთავრებული, როგორიც ჩერჩილი, სტალინი და რუზველტი იყო... და ეს, უპირველეს ყოვლისა, მისი ექსცენტრული გარეგნობის და ქცევის დამსახურება იყო.


image


სწორედ შეუფასებლობის წყალობით, 1933 წ. მოვიდა ჰიტლერი ხელისუფლებაში. დემოკრატების, ლიბერალების, კონსერვატორების და სამხედროების მცირე ხნით, პოლიტიკურმა უმწეობამ, ის ყველასთვის (მემარცხენეების გარდა) მისაღებ ფიგურად გადააქცია. ხოლო, ჰინდენბურგმა, ასეთი გადაწყვეტილება, იმდროინდელი საზოგადოების ზეწოლის შედეგად მიიღო.

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ჰიტლერის ხელისუფლების სათავეში მოსვლა, მემარცხენეებსაც არ გაუპროტესტებიათ. ისინი ხელებს იფშვნეტდნენ და იმ იმედით, რომ კანცლერი–ჰიტლერი, ახლო მომავალში, "დაეცემოდა", "შემდეგი — ჩვენ ვიქნებითო!" — გაიძახოდნენ. ეს, იმ პერიოდში, მათი საყვარელი სლოგანი იყო.

image

ამასობაში კი, 1933 წლის 30 იანვარს, ნამდვილი ჰიტლერული რევოლუცია დაიწყო. იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ეს პირველი ნაცისტური ბლიცკრიგი იყო. ჰიტლერმა აზრზე მოსვლა არავის აცადა და უკვე 1933 წლის თებერვლის ბოლოს, ნაციზმი ვირუსივით გავრცელდა. იმავე პერიოდში, "ახლადგამომცხვარმა" რაიხსკანცლერმა თავისუფალი პრესა და შეკრების თავისუფლება აკრძალა. ხოლო, იმავე წლის მარტში, ფაქტობრივად, პარლამენტს ჩამოართვა ძალაუფლება. აპრილში — ფედერალური მიწების მთავრობები გააუქმა, მაისში — თავისუფალი პროფკავშირები, ივნისში კი, ყველა პარტია აკრძალა, ნაციონალ-სოციალისტურის გარდა.


ისტორიული წრე შეიკრა — მსოფლიო განწირული იყო...


"დღეს ჩვენ გერმანია გვეკუთვნის,
ხვალ კი, მთელი მსოფლიო ჩვენი იქნება.
და თუნდაც, ის ნანგრევებში იყოს,
ჭირსაც წაუღია! ჩვენ მაინც წინ ვივლით!" — იმ დროს პოპულარულ, ნაცისტურ სიმღერას მღეროდნენ ჰიტლერის პარტიის წევრები და მისი მომხრეები, 1933 წლის 30 იანვარს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 7 წელი ციხეში გაატარა, ხოლო შემდეგ, რომის ცენტრში დაწვეს – ჯორდანო ბრუნოს ცხოვრების და მოღვაწეობის რეალური ისტორია

* ატლანტიდას იდუმალი ლითონი, რომელიც ძველ ბერძნულ წყაროებშია ნახსენები

* ფოტოები კარგი განწყობისთვის

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
436
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0