სხვა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ყველაზე ცნობილი შემთხვევები საბჭოთა კავშირში 4 ოქტომბერი, 19:58 პირველი შემთხვევა სსრკ-ს ისტორიაში მოხდა 1948 წლის 16 ივნისს. არკადი აპრაქსინი საბჭოთა მფრინავი-გამომცდელი იყო, 1948 წლის 16 ივნისს, ასტრახანის მახლობლად, სადაც ახალი ავიაგამანადგულებლების გამოცდა მიმდინარეობდა, 10000 მეტრის სიმაღლეზე გადააწყდა ამოს- მოგვიანებით რაპორტში აღწერს, როგორც ერთგვარ მილს. თუმცა, პილოტმა ვერ შეძლო ამოუცნობ ობიექტთან მიახლოება, რადგან ამოს სხივმა დააბრმავა, თუმცა არკადი აპრაქსინი წარმატებით დაჯდა აეროდრომზე. სამწუხაროდ, გადმოსვლისთანავე მას თითქმის არავის დაუჯერა და სერიოზულად არ მიუღიათ ეს ამბავი. თუმცა თვითმფრინავზე თერმული ზემოქმედების კვალი ვერავინ ახსნა. საბჭოთა სამხედრო მფრინავის პეტრე გურენკოვის შეხვედრა დაუდგენელ ობიექტთან. 1948 წელს საბჭოთა პილოტმა პეტრე გურენკოვმა შენიშნა რაღაც უჩვეულო ცაში მორიგი სასწავლო ფრენის დროს . მისივე თქმით, ობიექტი ლითონის მასალისგან იყო დამზადებული, მაგრამ დამაბრმავებელი სხივების გამო მისი დეტალური დანახვა ვერ მოხერხდა. ამ დროს მოხდა ტურბულენტობა. უზარმაზარი ობიექტიდან დიდი კარები გაიღო და თვითმფრინავი მიიზიდა ამოსკენ. კარებიდან ორი ფიგურა გამოვიდა და მფრინავს ყურადღებით აკვირდებოდნენ. მაგრამ შემდეგ მძლავრი ხმა გაისმა, რომელმაც ირგვლივ ყველაფერი დააყრუა და უცხოპლანეტელები გაუჩინარდნენ. ამო თურქმენეთში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა 1981 წელს თურქმენეთის სამხედრო ოლქში. შვიდი კილომეტრის სიმაღლეზე ჰაერში სიგარის ფორმის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იყო დაკიდებული. ეს მოხდა მოიერიშე პოლკის აეროდრომის თავზე. საბჭოთა თვითმფრინავები მაშინვე ჰაერში აფრინდნენ და ცეცხლი გახსნეს. მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, შოკში ჩააგდო სამხედროები. რაკეტები მიზანში ხდებოდნენ, თუმცა მეორე მხარეს გადიოდნენ.ცოტა ხანში ამო გაუჩინარდა. პეტროზავოდსკის ფენომენი 1977 წლის 20 სექტემბერს დილის 4:00 საათიდან 4:20 საათამდე (მოსკოვის დროით) ცაზე ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პეტროზავოდსკში და კარელიის სხვა დასახლებებში (სორტავალა, ლეპიასურია, ლეხტა და სხვ.), აგრეთვე ლენინგრადისა და ლენინგრადის ოლქში, კერძოდ, პულკოვოს ობსერვატორიაში და პულკოვოს აეროპორტში, ფსკოვის ოლქში, ბალტიის ქვეყნებში და ფინეთში (ჰელსინკი, ნურმიარვი )დაფიქსირდა ციური ობიექტი, საიდანაც საკმაოდ გრძელი მანათობელი ზოლები გამოდიოდა, იგი ჰგავდა მედუზას ან რვაფეხას , თვითმხილველების თქმით, ასხივებდა სხვადასხვა ფერებით: თეთრი, ყვითელი, მეწამული, მოლურჯო და მწვანე. თავად ობიექტი არავითარ ხმას არ გამოსცემდა. პეტროზავოდსკში ამის მოწმე იყო მხოლოდ 100 – მდე ადამიანი, რადგან ამ დროს მოსახლეობის უმეტესობას ეძინა. 1978 წლის ზაფხულში, პეტროზავოდსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა ობიექტის სივრცითი მდგომარეობა, რომელიც ეყრდნობოდა თვითმხილველთა ადგილმდებარეობას და ცის ნიშნულებს, საბოლოოდ დაადგინეს, რომ, ობიექტის ფრენის სიმაღლე 6-15 კილომეტრი იყო, რაც არ შეესაბამებოდა კოსმოსური რაკეტის ვერსიას, თუმცა ვერაფრით ახსნეს, როგორ დაინახეს იგივე ობიექტი ლენინგრადის ოლქში და ფინეთში (მაშინ გამოდის ცაზე რამდენიმე იდენტური ობიექტი იყო.) ინციდენტი 611 გორაკზე" (დასავლურ მედიაში მოხსენიებული, როგორც "რუსული როზუელი") სავარაუდო ამო რომელიც 1986 წელს დალნეგორსკში (პრიმორსკის მხარე) დაინახეს. მედიის ცნობით, 29 იანვარს, იზვესტკოვას მთაზე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც 611 გორაკი, ჩამოვარდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელსაც თვითმხილველები აღწერენ, როგორც უმხაუროდ მფრინავი პატარა მანათობელი წითელი ბურთი. ავარიის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. მფრინავი ობიექტის ნამსხვრევები, ეკიპაჟის სხეულების ნაშთები ან ორგანული ნივთიერებების კვალი ვერ აღმოაჩინეს. თუმცა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეძლეს ნივთიერების სხვადასხვა ფრაგმენტების შეგროვება: 70 გრამი ტყვიის წვეთები, რამდენიმე ათეული გრამი შავი ბურთულა, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იყო სილიციუმის, რკინისა და ტყვიის ნაზავი და 5 გრამი უჩვეულო "ბადის" ფრაგმენტები. "ბადე", მედია მკვლევარებზე დაყრდნობით, წერდა, რომ ის შედგებოდა ოქროს, სკანდიუმის, სამარიუმის, ლანთანუმის, პრასეოდიმიისა და ნატრიუმისგან და ჰქონდა კვარცის გარსში ოქროს ძაფები 17 მიკრონი სისქის 269 4-ს მოსწონს
|