საზოგადოება
"გაგეპარათ ხუცესი შტატებში?!"- ვისზე საუბრობს ელისო კილაძე
4 ოქტომბერი, 15:41
ჟურნალისტი ელისო კილაძე მეუფე იაკობის ამერიკაში ვიზიტსა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
"საპატრიარქომ, მეუფე იაკობის ვიზიტი აშშ-ში, ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, არაფერი ვიცოდითო.
გაგეპარათ ხუცესი შტატებში?!
მართვის დებულების თანახმად, მღვდელმთავარი მუდმივად ეპარქიაში უნდა იმყოფებოდეს და ეპარქიიდან წასვლა მხოლოდ პატრიარქის ნებართვით შეუძლია!
ჯიმ ო ბრაიენს მეუფე იაკობს შეხვდება. აქამდე, საპატრიარქოში საგარეო ურთიერთობებს მეუფე გერასიმე წარმოადგენდა და რა შეიცვალა? მეუფე იაკობს პატრიარქის ლოცვა კურთხევა აქვს?! "– ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში, მეუფე იაკობი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ობრაიენს ხვდება. შეხვედრის დეტალები უცნობია. ამ დრომდე ბუნდოვანია, რა მისიით გაემზგავრა საპატრიაქოს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა სტატუსით ხვდება სინოდის წევრი ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამდებობის პირს.
ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერმინისტრის კრახით დასრულებული ვიზიტის შემდეგ, ოლიგარქმა ივანიშვილმა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მოსალაპარაკებლად მაღალი იერარქიის სასულიერო პირი გაგზავნა. ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, თეთრი სახლის კორესპონდენტმა, ალექს რაუფ-ოღლუმ, გაავრცელა.