x
ტრამპი კვლავ ყურადღების ცენტრშია

ყოფილი პრეზიდენტი ამ კვირას კვლავ გამოჩნდა. მან 2020 წლის შემდეგ კვლავ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მან მონაწილეობა მიიღო დებატებში, ლეგალურ წარდგენასა და კამპანიის მიტინგში. ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახცადებს, რომ იგი არ შეეგუება 4 წლის წინ არსებულ დანაკარგს, ასევე იმ ძალადობრივ თავდასხმას, რომელიც განხორციელდა კაპიტოლიუმზე. საარჩევნო კამპანიის დროს მან განაცხადა, რომ მეორედ აღარ დამარცხდება. მან განაცხადა: შეწყვიტეთ 2024 წლის საარჩევნო ხმაური და მიიღეთ საარჩევნო ბიულეტენი. სამშაბათს, ვიცე პრეზიდენტის დებატების დროს კანდიდატმა ჯ.დ. ვენსმა არ მოიხსენია განცხადებაში ის ფაქტი, რომ 2020 წელს ტრამპმა წააგო. ოთხშაბათს სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა ფედერალურ სასამართლოში შეიტანა ახალი განცხადება, რომელიც ასახავს ახალ დეტალებს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ და ტრამპის დამარცხებაზე, მაშინ როდესაც ლეგიტიმურად მოიგო ჯო ბაიდენმა არჩევნებში. ხუთშაბათს კი ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი გამოჩნდა ვისკონსინის კამპანიაში ლიზ ჩეინისთან, ყოფილ რესპუბლიკელ კონგრესმენთან, რომელმაც დაკარგა ადგილი 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის ქმედებების დაგმობის გამო. წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში 2020 წლის დრამის ინექციამ შეიძლება მოახდინოს მხარდამჭერების მობილიზება რბოლის ორივე მხარეს. ტრამპმა მაშინვე დაგმო სმიტის ბოლო სასამართლო განცხადება სოციალურ მედიაში, როგორც მცდელობა “ჩაერიოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში" და წარმოაჩინა თავი უკონტროლო ფედერალური დევნის მსხვერპლად. მან კვლავ გაიხსენა 2020წლის კენჭისყრის საკითხი მიჩიგანის მიტინგზე.

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0