სხვა მეცნიერებმა აღმოაჩინეს „მესამე მდგომარეობა“ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის 30 სექტემბერი, 19:58 მეცნიერებმა აღმოაჩინეს „მესამე მდგომარეობა“ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა სიკვდილზე. დაფიქრებულხართ, როგორ შეიძლება სხეულმა განაგრძოს ფუნქციონირება სიკვდილის შემდეგ? მეცნიერებმა ამ კითხვაზე პასუხი იპოვეს.
ისინი ამტკიცებენ, რომ შესაძლოა არსებობდეს „მესამე მდგომარეობა“ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, რომელიც განმარტავს, რატომ შეუძლია უჯრედებს და ორგანოებს ფუნქციონირება ორგანიზმის სიკვდილის შემდეგაც. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის „მესამე მდგომარეობის“ აღმოჩენა ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Physiology. ამ „მესამე მდგომარეობაში“ უჯრედები იძენენ ახალ შესაძლებლობებს, რაც სიცოცხლეში არ ჰქონდათ. უფრო მეტიც, ამ უჯრედებს შეუძლიათ გადარჩენა და განვითარება, მაშინაც კი, თუ ორგანიზმი უკვე მოკვდა. მკვლევრები, პროფესორები პიტერ ნობლი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან და ალექს პოჟიტკოვი კალიფორნიის სამედიცინო კვლევითი ცენტრიდან, განმარტავენ, რომ სიცოცხლე და სიკვდილი ურთიერთსაპირისპიროდ აღიქმება. მაგრამ სიკვდილის შემდეგ უჯრედებს შეუძლიათ გადაიქცნენ ახალ მრავალუჯრედიან ორგანიზმად, თუ მიეცემათ შესაბამისი პირობები - ნუტრიენტები, ჟანგბადი ან სიგნალები სხვა უჯრედებიდან. ამ „მესამე მდგომარეობის“ არსებობის აღმოსაჩენად მეცნიერებმა ხელახლა განიხილეს მთელი რიგი კვლევები, რათა გაეგოთ, შეუძლიათ თუ არა უჯრედებს ახალი ფორმებით არსებობა ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ. მაგალითად, 2021 წლის ერთ-ერთ ექსპერიმენტში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ პეტრის ფინჯანში მოთავსებული მკვდარი ბაყაყის კანმა გადაადგილებისთვის დაიწყო პატარა თმების (წამწამების) გამოყენება. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ადამიანთა ფილტვის უჯრედებზე - მათაც შეეძლოთ აღდგენა! ამ უჯრედებს „ქსენობოტები“ უწოდეს, თუმცა მკვლევრების აზრით, ისინი დიდხანს არ ცოცხლობენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უჯრედებს შეუძლიათ ადაპტირება და გადარჩება ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ. ახალი შესაძლებლობები მედიცინაში
როგორ ახერხებენ ეს უჯრედები გადარჩენას პატრონის სხეულის გარეშე? მეცნიერები თვლიან, საქმე არის სპეციალურ არხებში და ტუმბოებში უჯრედის მემბრანაში, რომლებიც წარმოქმნიან ელექტრულ სიგნალებს. ეს სიგნალები ეხმარება უჯრედებს ერთმანეთთან კომუნიკაციაში, ასევე ზრდასა და მოძრაობაში. ამ კვლევამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა სიკვდილის შესახებ და ახალი იმპულსი მისცეს მედიცინის განვითარებას. თუ უჯრედებს შეუძლიათ გააგრძელონ ფუნქციონირება და საკუთარი თავის აღდგენა, ამან შეიძლება გამოიწვიოს მკურნალობის ახალი მეთოდის შემუშავება, რომელიც შესაძლებელს გახდის დაზიანებული ორგანოების აღდგენას და იმ დაავადებების განკურნებას, რომლებიც ამჟამად უკურნებლად ითვლება. ჯერ კიდევ ბევრი კვლევა არის ჩასატარებელი უფრო ზუსტი სურათის მისაღებად, მაგრამ ვერ უარვყოფთ, რომ ეს აღმოჩენა ნამდვილად შთამბეჭდავია. ასევე დაგაინტერესებთ: მართალია, რომ არსებობს მწვანე სისხლი? მუმიები პერუში: თითის ანაბეჭდები მიუთითებს უცნაური ნაშთების არაადამიანურ წარმოშობაზე ხელოვნური ინტელექტი ქმნის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებს: როდის ვიხილავთ ეფექტურ ვაქცინას ჩიპის იმპლანტაცია ადამიანის ტვინში წარმატებით განხორციელდა – ილონ მასკი რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია 650 1-ს მოსწონს |