x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სად და როდის გაიმართა პირველი ჩაწყობილი მატჩი ფეხბურთის ისტორიაში?
image

მატჩების ჩაწყობა ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული საქმეა. ძნელია მოძებნო ადამიანი, რომელიც ნებაყოფლობით აღიარებს გარიგებას და მტკიცებულებების მიუხედავად, ბევრი მაინც ცდილობს თავის უდანაშაულობის დამტკიცებას. ეს გასაგებია: ფეხბურთის თეატრად გადაქცევა, სადაც შედეგი წინასწარ არის ცნობილი, ნამდვილი დანაშაულია სპორტის წინაშე.


ერთი შეხედვით გეგონება, რომ ფეხბურთში გარიგებები ახლახან გაჩნდა, უზარმაზარ შემოსავლებთან ერთად. მაგრამ ეს არ არის სიმართლე. პირველი ჩაწყობილი მატჩი ასზე მეტი წლის წინ ითამაშეს! ვინ იყვნენ მონაწილეები?


სჭირდებათ ფული და ქულები



არქივების მიხედვით, პირველი საფეხბურთო მაქინატორები გახდნენ "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი". მათ მატჩი თეატრალური შედეგით ითამაშეს 1915 წლის 2 აპრილს. მაშინ პირველი მსოფლიო ომი მთელი ძალით მძვინვარებდა და ფეხბურთი მრავალი ქვეყნის მოსახლეობისთვის გამოსავალი იყო. მაგრამ ზოგიერთი მოთამაშე ფიქრობდა არა გულშემატკივრებზე, არამედ საკუთარ ჯიბეზე.

image

ლეგენდის თანახმად, წამქეზებელი იყო "ლივერპულის" კაპიტანი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ჯეკი შელდონი, რომელსაც მხარს უჭერდნენ თანაგუნდელები თომას ფეირფული, ბობ პერსელი და ტომ მილერი. "მანჩესტერის" მხრიდან თაღლითობაში მონაწილეობა მიიღეს სენდი ტერნბულმა, ინოკ უესტმა და არტურ უოლიმ. მთელი კომპანია შეიკრიბა მანჩესტერის ბარში, სასაცილო კოდური სახელით "ძაღლი და კაკაბი", სადაც განიხილეს შეთანხმების ნიუანსები. მაშ ასე: "მანჩესტერ იუნაიტედს" თითოეულ ტაიმში გააქვს გოლს და იგებს 2:0-ს, "ლივერპული" წინააღმდეგობას არ უწევს და ორივე გუნდის მოთამაშეები ამ შედეგზე ფსონს დებენ ტოტალიზატორში.


რატომ სჭირდებოდა მანჩესტერს ეს მაქინაცია? საქმე იმაშია, რომ "ლივერპული" ცხრილის შუაში იყო და თავს მშვიდად გრძნობდა თავს, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი"ლიგიდან გავარდნის კანდიდატი იყო იყო და ქულები სჭირდებოდა. იყო კიდევ ერთი პრობლემა: ჩემპიონატი ომის პირობებში შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო და მოთამაშეები შემოსავლის გარეშე დარჩენის რისკის ქვეშ რჩებოდნენ. მაშასადამე, დაიბადა აფერა, რომელიც პირველი გახდა საფეხბურთო სამყაროში.



ბურთი ძელს გაარტყა და პარტნიორებისგან საყვედური მიიღო



იმ პარასკევს "ოლდ ტრაფორდის" სტადიონი თითქმის სავსე იყო - თამაშს 12 ათასი მაყურებელი უყურებდა. მაგრამ ის, რაც მოედანზე ხდებოდა, ისინი გაოგნებული და შემდეგ აღშფოთებული დატოვა.


"ლივერპულის" მოთამაშეებმა ღიად თმობდნენ და "მანჩესტერს" ნებას აძლევდნენ განეხორციელებინათ შეტევები. ჯორჯ ანდერსონმა შესვენებამდე გოლი გაიტანა, შემდეგ კი ლივერპულის წინააღმდეგ პენალტი დაინიშნა. პატრიკ ო'კონელი მიუახლოვდა ბურთს და... კუთხურის ალამისკენ დაარტყა. შემდეგ კი ხმამაღლა გაიცინა.


მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ გაუშვეს ანდერსონი, რომელმაც დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ თამაში ფაქტობრივად შეწყდა:, მოთამაშეები მინდორზე ზანდად დაბორიალობდნენ შეთქმულებმა მიაღწიეს სასურველ ანგარიშს და დაასრულეს მატჩი, გონებაში ტოტალიზატორში მოგებული ფუნტებიც დათვალეს. მაგრამ მაყურებელს ეს აშკარად არ მოეწონა და მოთამაშეები უკმაყოფილო სტვენით გააცილეს.

image

შეთანხმების დარღვევა მხოლოდ ერთმა მოთამაშემ სცადა. ლივერპულის თავდამსხმელმა ფრედ პეგნამიმამ 75-ე წუთზე ბურთი ძელს მოახვედრა, მისმა თანაგუნდელებმა მაშინვე შეუღრინეს ფორვარდს:ეი, სად ეტენები?!


"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს, ჯეკ რობსონსაც არ სურდა ბინძურ გარიგების მონაწილე ყოფილიყო. მატჩის მსვლელობის დროს მან მოედანი დატოვა და გასახდელში გავიდა.


გარიგების მონაწილეებს ომში წასვლა შესთავაზეს



უცნაური მატჩი მყისიერად გახდა ბრიტანული პრესის გამოძიების საგანი. ტოტალიზატორები, ეჭვობდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო, გაყინეს ანგარიშები - უფრო მეტიც, ისინი დაჰპირდნენ 50 ფუნტს ყველას, ვინც დაეხმარებოდა გამოძიებაში ან მინიმუმ ინფორმაციის გაზიარებაში. ასევე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც დაიწყო გამოძიება.


აღმოჩნდა, რომ შეთქმულებმა თანაგუნდელების მოსყიდვა სცადეს, მაგრამ მათ ბინძურ გარიგებაზე უარი თქვეს .


"ბინძური შვიდეულის" წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ფრედ პეგნამმა და დუბლის ავტორმა ჯორჯ ანდერსონმა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა ბილ მერედიტმა ასევე დაგმო ეს ფაქტი, მან არ იცოდა თაღლითების გეგმების შესახებ და ამიტომაც ძალიან უკვირდა, როდესაც სახიფათო შეტევის დროს პასებს არ აძლევდნენ.

image

1915 წლის დეკემბერს ფეხბურთის ასოციაციამ გამოიტანა განაჩენი და ის საკმაოდ მკაცრი იყო. "ძაღლი და კაკაბის" გარიგების ყველა მონაწილეს სამუდამოაეკრძალათ ფეხბურთის თამაში. მათ სთხოვეს სირცხვილი სისხლით ჩამოერეცხათ და ნებაყოფლობით წასულიყვნენ ომში. გასაკვირია, რომ ამ წინადადებას თითქმის ყველა დამრღვევი დათანხმდა!



მხოლოდ ინოკ უესტმა თქვა უარი გარიგებაზე და ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას. როცა მიხვდა, რომ მას არავინ დააბრუნებდა, ფეხბურთელი გაემგზავრა ირლანდიაში, სადაც შეცვლილი სახელით თამაშობდა.


ფრონტზე წასული ექვსი ფეხბურთელიდან ხუთი დაბრუნდა სახლში - სამწუხაროდ, სენდი ტერნბული მძიმედ დაიჭრა, გერმანელებთან ტყვედ ჩავარდა და იქ გარდაიცვალა. თომას ფეირფულმა გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა კარიერა ომის შემდეგ. დარჩენილი მოთამაშეები ასე თუ ისე იყვნენ ჩართულნი ბრიტანულ ფეხბურთში.


არსებობს ვერსია, რომ ამ სკანდალმა აიძულა ტოტალიზატორები მიეღოთ წესი, რომლის მიხედვითაც სპორტსმენებს ეკრძალებათ ფსონების დადება - ის დღემდე მოქმედებს.

0
257
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0