x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცნობილი ხდება რატომ ეკავათ გამოსვენებისას კესარია აბრამიძის სასახლე არასწორი მიმართულებით

image


რამდენიმე დღის წინ, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე კვირას, ვაკის კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს, თუმცა ამ დღესთან დაკავშირებული ყველა დეტალი კვლავაც აქტიურად განიხილება. როგორც გამოსვენებისას საზოგადოებამ შეამჩნია, კესარიას სასახლე არასწორი მიმართულებით ეკავათ, ამის მიზეზი კი როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი მისთვის წესის არ აგების ფაქტს უკავშირდება.


შეგახსენებთ, რომ სასტიკად მოკლულ ტრანსგენდერ ქალს, საპატრიაქროს გადაწყვეტილებით წესი არ აუგეს, რასაც საზოგადოების მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.


ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით 28 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 37 წლის ტრანსგენდერი ქალის მეგობარი მამაკაცი 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს, რომელთანაც მას რამდენიმეწლიანი ტოქსიკური ურთიერთობა აკავშირებდა. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.









0
1097
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1097