საზოგადოება
"თქვე ბანძებო! ასეთ სიდამპლეს რომ საჯაროდ აკეთებთ, გგონიათ, ვერავინ ამჩნევს?!"- ვის მიმართავს დემურ გიორხელიძე
25 სექტემბერი, 13:26
ეკონომისტი დემურ გიორხელიძე "იმედის" ეთერში გასულ ერთ - ერთ გადაცემას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"გუშინ გვიან დავბრუნდი უნივერსიტეტიდან, – ტელევიზორი ჩართული იყო და მეუღლე რაღაც გადაცემას უყურებდა, “ქავერ შოუ” ჰქვია, მგონი! თან ვვახშმობდი და თან უნებურად ვუყურებდი და მესმოდა, რაც ხდებოდა. ტ/კ “იმედი” რომ მაგარი პროვინციული ბანძობაა, – ახალს ვერაფერს გეტყვით! თითქმის ყველაფერი, რაც მინახავს, მდარე პრიმიტიული, ზედაპირული და ზერელე ხალხის ნახელავია. ეს “ქავერ შოუ” კი ბანძობის მწვერვალია!
თუმცა, დარასელიას შვილისვილი ნამდვილად ძალიან
საინტერესო მონაცემების გოგონაა. და რაღაც კატასტროფა
გამოვიდა ასაკოვანი, იმღერა, მაგრამ ამას სიმღერა არ ჰქვია! მერე ჟიურიმ თბილისურად იჩათლახა, ნეპოტიზმსა და კლანურობაში გახვეულმა!
თითქოსდა, კონკურსში რაღაც ოთახში მჯდომი ის გოგონა
“გამოიძახეს” (მეტი ცხვირი დაუმშვენდა ამ გადაცემის
პროდიუსერებს, მაყურებელს არავინ არაფერს ეჯითხებოდეს), შეაპირისპირეს ეს გოგონა და ის არამომღერალი ასაკოვანი ქალბატონი, – ჟიურიმ ჩათლახურად გაყო ხმები და თითქოს, დარბაზმა გადაწყვტა და პერსპექტიული, აშკარად გამოკვეთილი გოგონა გააგდეს!
თქვე ბანძებო! ასეთ სიდამპლეს რომ საჯაროდ აკეთებთ, გგონიათ, ვერავინ ვერაფერს ამჩნევს?! ტელევიზია კი არა ბუდუარია! აახვიეთ აქედან!"– ვკითხულობთ დემურ გიორხელიძის პოსტში.