x
მეტი
  • 27.09.2024
  • სტატია:137283
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511286
რომელია ყველაზე მავნე ხორცი და რით ჩავანაცვლოთ?
ხორცს ხშირად მივირთმევთ, მაგრამ არც კი ვუფიქრდებით, რამდენად სასარგებლოა. თუ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, უნდა გესმოდეთ, რომ არსებობს ხორცი, რომლის ჭარბად მიღება არ შეიძლება, რადგან უარყოფით შედეგებს იწვევს.



image



ყველაზე არაჯანსაღი გადამუშავებული ხორცია. მას უკავშირდება ყველაზე მეტი რისკი და ჯანმრთელობის გართულებები. მიზეზი მათში გამოყენებული ქიმიკატებია. გადამუშავებული ხორცი დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა სიმსივნე ან გულის დაავადება.



გადამუშავებული ხორცი არის ხორცი, რომელიც დაკონსერვებულია გახმობის, დამარილების, შებოლვის ან კონსერვირების გზით. გადამუშავებულ ხორცს მიეკუთვნება სოსისი, სალიამი, ლორი, შემწვარი ბეკონი, მარილიანი და ხმელი ხორცი, შებოლილი ხორცი, ხორცის კონსერვი.




image



გადამუშავებული ხორცი ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. დიეტოლოგები გირჩევენ, გამორიცხოთ გადამუშავებული ხორცი რაციონიდან, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევით.



გადამუშავებულ პროდუქტებში ამატებენ ნატრიუმის ნიტრიტს, რომელიც ინარჩუნებს ხორცის მოწითალო-ვარდისფერ ფერს, აუმჯობესებს გემოს და აფერხებს ბაქტერიების ზრდას.



image



კვლევები აღნიშნავს, რომ გადამუშავებული ხორცის ხშირი მირთმევა ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. მათ მიეკუთვნება მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადება, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ნაწლავების ან კუჭის კიბო. ადამიანები, რომლებიც გადამუშავებულ ხორცს ჭამენ, უფრო ხშირად ავადდებიან ამ დაავადებებით.



რომელი ხორცია სასარგებლო?

image



გამოცემა The Washington Post აღნიშნავს, რომ ყველაზე სასარგებლო არის ფრინველის ხორცი და თევზი. თევზი შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გვიცავს. ასევე მდიდარია D ვიტამინით, სელენით და ცილებით. ქათამი და ინდაური ცილის შესანიშნავი წყაროა, ამავდროულად დაბალკალორიულია და ნაჯერ ცხიმს მცირე რაოდენობით შეიცავს.



ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ უნდა ჩაალბოთ კაკალი წყალში: ამის შესახებ ერთეულებმა იციან

ადამიანების 4 ჯგუფი, რომლებისთვისაც კოჭის მიღება კატეგორიულად აკრძალულია

„ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

7 ნიშანი, რომ თქვენთვის რძის დალევა არ შეიძლება

ოსპს და ყვავილოვან კომბოსტოს აღარ ვხარშავთ: 5 პროდუქტი, რომელთა უმად ჭამა სასარგებლოა



0
304
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
304