x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამით ფაქტობრივად საკუთარ ჯამში ჩააფურთხა."- ვისზე საუბრობს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ქართული ოცნების" წინაასარჩევნო კამპანიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გორში გაკეთებული სკანდალური განცხადებით ივანიშვილმა მთელი მათი საარჩევნო კამპანია წყალში ჩაყარა:


"ბიძინას მთელი ეს საარჩევნო კამპანია აგებული აქვს ქართულ-ჯიგრულ გაგებაზე, ურაპატრიოტიზმზე, ფსევდოღირსებაზე, ვითომ სიამაყეზე ე.წ. ქარტველობის დაცვაზე და მოულოდნელად ამ ხალხს გორიდან უთხრა, ვინც ჩვენი გმირი ჯარიკსაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცა, ბოდიში უნდა მოვუხადოთო. არადა, ბოდიშის მოხდაზე და შერიგებაზე ადრე თუ ვინმეს უსაუბრია, ისევ ლიბერალები იყვნენ და არა ის ხალხი, ვისზეც ეს საარცევნო კმაპნია აქვს აწყობილი. ამით ფაქტობრივად საკუთარ ჯამში ჩააფურთხა.


ივანიშვილს ამდენი შეცდომა ერთად, რამდენიც წელს დაუშვა, აქამდე ალბათ არასდროს დაუშვია. ჯერ იყო და ამ „რუსული კანონის“ შემოაბრუნებით ფაქტობრივად მოგებული არჩევნები ეჭვქვეშ დააყენა, ხოლო გორში გაკეთებული ამ განცხადებით, მთელი საარჩევნო კამპონია წყალში ჩაყარა. ოპპზცია ჯერ მნიშვნელოვანს ვერაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის, ამიტომ ისევ ბიძინას იმედად თუ იქნებიან. ????"- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი გორის მოსახლეობის წინაშე სიტყვით წარსდგა, სადაც განაცხადა რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად, რადგან მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".


"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ამ სიტყვებს გორში პროტესტი მოჰყვა. ივანიშვილის განცხადების გასაპროტესტებლად, გორში მოქალაქეები შეიკრიბნენ. 15 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გმირების მემორიალთან მათ აქცია იმ განცხადების საპასუხოდ გამართეს, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერმა 14 სექტემბერს გორში, წინასაარჩევნო შეხვედრისას გააკეთა.


"რუსული პროპაგანდა აღარ მუშაობს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი ქვეყნის ისტორია", - ეს იყო აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი. დემონსტრანტებმა სიმბოლურად, ქართველი გმირების ხსოვნის პატივსაცემად, ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს იმ ინსტალაციას, რომელზეც მათი სახელებია ამოტვიფრული.

0
178
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
178