x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ინფორმაცია დაადასტურა!"- რას წერს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე "ტელეგრამის" დამფუძნებლის, პაველ დუროვის მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების ორგანოებისთვის არალეგალურ საქმიანობაში ჩართული პირების IP მისამართებისა და ტელეფონის ნომრებს გადაცემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"Telegram -ი პოლიციას დასაბუთებული მოთხოვნისთანავე, ტელეფონის ნომრებს და IP მისამართებს გადასცემს, -ინფორმაცია პაველ დუროვმა დაადასტურა!


ჩვენ კი ჩვენი რესურსით ჩამოვშალეთ ნარკოჩატები, დუროვს სამჯერ მივწერე და დამაიგნორა, მაგრამ ამიერიდან, უკანონო საქონლის პოპულარიზაცია-რეალიზაციისთვის ეს პლათფორმა აღარ გამოდგება????✌️"- ვკიღხულობთ ელისოკილაძის პოსტში.


როგორც "ტელეგრამის" დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა განაცხადა ის სხვადასხვა სახელმწიფოების ორგანოებს არალეგალურ საქმიანობაში ჩართული პირების IP მისამართებს და ტელეფონის ნომრებს გადასცემს. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც პლატფორმის პირობებს არღვევენ და არალეგალურ საქონელს ყიდიან, "ტელეგრამის" ძიების ფუნქციას ბოროტად იყენებენ.


შეგახსენებთ, რომ "ტელეგრამის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოები მას ნარკოტრეფიკში, პედოფილიასა და თაღლითობაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ, პლატფორმის ადმინისტრაციის საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის გამო. დუროვი 28 აგვისტოს გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.




0
252
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
252