x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები-(ნაწილი 9)
image***

ლევან თედიაშვილი კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დანიშნეს.


ერთხელაც რაიკომის მდივანი მედეა მეზვრიშვილი შემოწმებაზეა მოსული. ვენახში არიან და მეზვრიშვილი ცოტა შარზეა, დაუწუნა ნამუშევარი – რას ჰგავს ვენახიო. რატომო, – ლევანმა, ყურძენი ნორმალურად ასხიაო. ფოთოლს შეხედეო, – მეზვრიშვილმა, რა პატარებიაო. ფოთოლი რად გინდა, მედიკო, ტოლმისთვის ხომ არ ვმუშაობთო.



***


იოსებ გრიშაშვილმა რამდენჯერმე ფეხები მოუწონა ელენე ახვლედიანს.

ელიჩკამ საკუთარი ფეხების ფოტო გაუგზავნა მგოსანს, ასეთი მინაწერით:

რადგან სურვილით შენ ვერ მეხები,

საჩუქრად გქონდეს ჩემი ფეხები!“




***

ზვიად ენდელაძე ( საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ევროპის "ოქროს ბუცის" მფლობელი (1995–96)


„42 გოლი მაქვს გატანილი და იმ დროს ბაღდათში ვთამაშობდი მე-10 ნომრად. თამაშის წინ გუნდის უფროსმა მთხოვა, მე-6 ნომერი მაისური ჩაიცვიო. მარცხენა შემტევი ვიყავი და მარჯვენა ფლანგზე გადავედი. მე-10 ნომერმა კი შუაში, წინ წაიწია. მას ორი კაცი ედგა, მე პასი მივეცი და ერთი რომ მოატყუა მეორემ ისეთი პატკატი გაუკეთა, რომ კინაღამ ფეხი მოტეხა. მწვრთნელმა დაუყვირა, აი, ასე ეთამაშეო. მივხვდი, რომ მე ვეგონე მე-10 ნომერი და მაისურიც ამიტომ შემაცვლევინეს. მე პირველ ტაიმში 2 გოლი შევაგდე. მეორე ტაიმში საგოლე პასიც გავაკეთე და მხოლოდ მაშინ მიხვდა მოწინააღმდეგე, თუ რა ტრიუკი ჩავუტარეთ და მათი მწვრთნელი აყვირდა: მოგვატყუეს, ამათი დედაო...“



***გივი სიხარულიძე ჰყვება:


„მე და ამირან ბუაძე 200-კაციან სუფრასთან ვსხედვართ. ტუალეტში გავედი. ამირანს ტელეფონი დავუტოვე და თუ დამირეკეს, უპასუხე-მეთქი. უკან რომ დავბრუნდი და ვკითხე, ვინმეს ხომ არ დაურეკავს-მეთქი, მითხრა არავის დაურეკავსო. არადა, თურმე; ჩემს ცოლს ნახევარი საქართველო ურეკავს და ჩემს გარდაცვალებას უსამძიმრებს. ამირანმა გამიჩალიჩა რა – ერთ მეგრელს დაურეკავს და რომ გაუგია, გარდავიცვალე, სულ ვაი-ვუი უყვირია. ამირანს რომ უკითხავს: ასე მაგრად გიყვარდათო? იმ მეგრელს უპასუხია: მიყვარდა კი არა 50 000 აქვს ჩემი ვალიო“.



"ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზების" წინა ნაწილები იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
189
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0