x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რამდენიმე საათით ადრე ეს თქვა"- ნეკა დოროყაშვილი კესარია აბრამიძეზე

image


მოდელი ნეკა დოროყაშვილი რამდენიმე დღის წინ, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლულ ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება და მის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით ერთ უჩვეულო ისტორიას იხსენებს:


"კესო იყო ადამიანი, რომელიც მუდამ გულისხმიერებით გამოირჩეოდა, არასდროს დამავიწყდება. როცა ყველაზე რთულ მდგომარეობაში ვიყავი, მითხრა: "ნეკ შენ ხარ ყველაზე ლამაზი, არ დაიკარგო, სახეს მოუფრთხილდი, ბევრს ნუ იტირებ ნაოჭები გაგიჩნდებაო". მისი სიტყვები ჩემთვის დიდ მნიშვნელობას ატარებდა და ყოველთვის შემახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი მხარდაჭერა იმ დროს ჩემთვის.


მადლობა, კესო, იყავი ჩემს გვერდით და იმედს მაძლევდი მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. გვიყვარხარ და მუდამ გიხსენიებთ შენი სიკეთითა და სიყვარულით. ნანუკა, ყველაზე გამაგიჟებელი იყო ჩემთვის ის ფაქტი, რომ დაკრძალვამდე რამდენიმე სააათით ადრე (გამთენიას) დამესიზმრა სიზმარში, "მივფრინავ სინათლეში არ წამოხვალო?". ეს თქვა დამემშვიდობა და აფრინდა მართალია წესი არ აუგეს მაგრამ კესომ იცოდა რომ სამოთხეში მიფრინავდა", - წერს ნეკა დოროყაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტის კომენტარებში.



შეგახსენებთ, რომ სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე კვირას, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე არა ერთი ცნობილი სახე იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ როგორც შოუ- ბიზნესის, ასევე მედია საშუალებების წარმომადგენლებიც, სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. როგორ ცნობილი გახდა, კესარია აბრამიძეს წესი არ აუგეს, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.


ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით 28 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 37 წლის ტრანსგენდერი ქალის მეგობარი მამაკაცი 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს, რომელთანაც მას რამდენიმეწლიანი ტოქსიკური ურთიერთობა აკავშირებდა. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.







0
396
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
396