x
მეტი
  • 27.09.2024
  • სტატია:137283
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511286
"თქვენ გგონიათ ამით წყდება სად წავალ? საცოდავებო"- რას წერს ირინა სარიშვილი

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძისთვის წესის არ აგების ფაქტს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსით ეხმაურება და წერს:


"და თქვენ გგონიათ წესს ამიგებთ თუ არ ამიგებთ ამით წყდება სად წავალ?


საცოდავებო.


იფრინე, კესარია ❤️


არიან მაგინებლები და არიან "მოწყალენიც", ვაპატიე, მეცოდება მაინცო.


მე ეს "მოწყალენი" უფრო მაფლეთენ ნერვებს.


კესარია ❤️"- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე გუშინ, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე არა ერთი ცნობილი სახე იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ როგორც შოუ- ბიზნესის, ასევე მედია საშუალებების წარმომადგენლებიც, სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. როგორ ცნობილი გახდა, კესარია აბრამიძეს ეკლესიურად წესი არ აუგეს, რასაც საზოგადოების მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.


ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით 28 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 37 წლის ტრანსგენდერი ქალის მეგობარი მამაკაცი 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს, რომელთანაც მას რამდენიმეწლიანი ტოქსიკური ურთიერთობა აკავშირებდა. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.








0
695
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
695