ფსიქოლოგია გაზომეთ ის, რაც ცხოვრებას ღირებულს ხდის 23 სექტემბერი, 12:46 ერთ კონკრეტულ დღეს, როცა თავს ცოტა დეპრესიაში ვგრძნობდი, მოვხვდი ადგილობრივი წიგნების მაღაზიაში. იქ ვეძებდი ბიზნესის შესახებ რაიმე თემას. ჩემი დაბნეული გონების გათვალისწინებით, ძალიან სწრაფად მოვხვდი თვითდახმარების განყოფილებაში. სწორედ აქ გავიცანი აბრაამ მასლოუს “მოთხოვნილებათა იერარქია". მთელი 4 საათი ვკითხულობდი და მივხვდი, რომ ლიდერების უმეტესობისთვის, ბიზნესში ერთ-ერთი უმარტივესი ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ამ კუთხით უნდა მივუდგეთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს. თითოეულ ჩვენგანს საჭიროებების იერარქია გვაქვს.აღმოვაჩინე მასლოუს პირამიდა, რომელიც 5 ძირითადი საფეხურისგან შედგება, ესენია: ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, უსაფრთხოების საჭიროება, სოციალური ცხოვრების საჭიროება, პატივისცემისა და აღიარების საჭიროება და თვითრეალიზაციის საჭიროება. ესენია ის მოთხოვნილებები, რასაც მოაქვს გადარჩენა, წარმატება და ტრანსფორმაცია. წიგნში ხაზგასმული იყო ის საკითხი, რომ ლიდერისთვის მნიშვნელოვანია ყველაფრის გაზომვა, მათ შორის არამატერიალური ცნებებისაც. ბიზნეს ლიდერების 94 %-ს სჯერა, რომ არამატერიალური ფასეულობები მნიშვნელოვანია მათ ბიზნესში, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრება, მათი კორპორატიული კულტურა, მათი ბრენდის მიმართ ლოიალობა და სხვ. მასლოუ თვლიდა, რომ თუ ადამიანი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილების წინა დონეს, მაშინ მას არ შეუძლია შემდეგზე გადასვლა. მაგალითად, თუ ადამინს სჭირდება საკვები, მაშინ ის ნაკლებად სავარაუდოა, რომ იფიქროს თვითგანვითარებაზე. 1970-იან წლებში მასლოუმ კიდევ ერთი დონე დაამატა - ადამიანის ტრასცედენტული მოთხოვნილებები, ანუ გრძნობების მეშვეობით ცოდნის მიღების მოთხოვნილება. ამ დონეში ფსიქოლოგმა გააერთიანა: ადამიანის რწმენა, ბუნებასთან ერთიანობის გამოცდილება და ა.შ. 2 შეფასება არ არის
|