x
მეტი
  • 27.09.2024
  • სტატია:137283
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511286
"რუსული ფილმებისა და მუსიკის მოსმენის გამო, მშობლები უნდა დახვრიტოთ" - ლიეტუველი ტელეწამყვანი
image


ლიეტუველმა ტელეწამყვანმა რამანაუსკასმა განაცხადა, რომ შვილები უნდა წაართვან იმ მშობლებს, რომლებიც უსმენენ რუსულ მუსიკას.


ლიეტუველმა ტელეწამყვანმა ალგის რამანაუსკასმა მოუწოდა დახვრეტონ უფროსი თაობა რუსული სიმღერების მოსმენისა და ან რუსული ფილმების მაღალ ხმაზე მოსმენის გამო. მის სიტყვებს Sputnik Lithuania ავრცელებს.


რამანაუსკასმა აღნიშნა, რომ რუსულენოვან კონტენტს ლიეტუვაში ხშირად მოიხმარს უფროსი თაობა. ანუ მშობლები. მაგრამ იმისდა მიუხედავად, რომ ეს ადამიანები საბჭოთა კავშირში გაიზარდნენ, ასეთი ქმედებებისთვის ისინი მკაცრად უნდა დაისაჯონ, დარწმუნებულია ტელეწამყვანი.



„წარმოვიდგინოთ ოჯახი, სადაც მამა ხმამაღლა ჩართავს რუსულ ფილმს, დედა კი ხმამაღლა უსმენს რუსულ მუსიკას. ასე რომ მათ... საქმე იმაში მდგომარეობს, ჯერ რა უნდა გააკეთო - უნდა წაართვა შვილები და მერე დახვრიტო (ანუ მშობლები )თანაც ბავშვების თვალწინ... არა, რა თქმა უნდა, ჯერ უნდა წაართვა ბავშვები და მერე დახვრიტო. . ასეთ ადამიანებს შვილები უნდა წაართვან“, - განაცხადა მან.


რამანაუსკასის განცხადება დაგმეს სეიმში და პოლიციას დაუკავშირდნენ, რათა გადაამოწმონ ტელეწამყვანის სიტყვები მკვლელობისა და სიძულვილის მოწოდების გამო. დეპუტატმა მინგადუგას პუიდოკასმა ასევე მოითხოვა, რომ სეიმის სპიკერმა შეაფასოს ტელეწამყვანის სიტყვები.


ამ ფაქტს გამოეხმაურნენ რუსეთშიც. კომენტარი გააკეთა ცნობილ ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა სერგეი სტანკევიჩმა:


”თუ ციტატები სიმართლეა, მაშინ... კომენტარი შეიძლება იყოს ძალიან მოკლე, განცხადება ნაცისტური და კანიბალურია. ავტორი ნაძირალაა, რომელმაც საკუთარ თავს ხაზი გადაუსვა."



0
300
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0