სხვა 10 გამოგონილი პერსონაჟი, რომელთა სიმდიდრე თავად როკფელერს შეშურდება 23 სექტემბერი, 7:41 წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ფული არ არის პრობლემა, ხოლო ფუფუნება ცხოვრების წესია. სწორედ ასეთ სამყაროებში ცხოვრობენ ზოგიერთი გამოგონილი პერსონაჟი. ისინი იმდენად მდიდრები არიან, რომ მათი ქონება საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც კი შეშურდება. საიდან მიიღეს ასეთი ზღაპრული სიმდიდრე? პასუხის პოვნა ვცადეთ. პერსონაჟები, რომელთა სიმდიდრე აღემატება ყველაზე თამამ ფანტაზიებს. ლარა კროფტი ლარა კროფტმა მემკვიდრეობით მიიღო 1, 3 მილიარდი დოლარი, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. არქეოლოგიის დიპლომის მქონე გოგონამ აღმოაჩინა დიდი ხნის წინ დაკარგული იამატაის სამეფო და მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი აქტივები. კრისტიან გრეი Forbes-ის თანახმად, 2, 5 მილიარდი დოლარი აქვს ფლეიბოის კრისტიან გრეის. კაცმა ფული გამოიმუშავა პატიოსანი შრომით. აუტსაიდერ კომპანიებს წარმატების მიღწევაში ეხმარებოდა. ბრიუს უეინი სუპერგმირის ქონება 6, 9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბრიუსი, ძირითადად, იარაღის წარმოებით მუშაობს. სასურველი საქმრო და უბრალოდ კარგი ბიჭი. ტონი სტარკი რკინის კაცი 12, 4 მილიარდი დოლარი აქვს. მეტიც შეიძლებოდა ჰქონოდა, ტერორისტებს რომ არ გაენადგურებინათ მისი მდიდრული სასახლე მალიბუში. სტარკი აქციებს ფლობს. ვილი ვონკა ვილი წარმოუდგენლად მდიდარია. აბა როგორ, მისი შოკოლადის ქარხანა Wonka Industries მოხვდა Forbes-ის უმდიდრესი გამოგონილი კომპანიების სიაში და იქ საპატიო მე-7 ადგილი დაიკავა. მისი ქონება 21 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კარლაილ კალენი თუ მუშაობთ ექიმად ათწლეულების ან საუკუნეების განმავლობაში, მსხვილი თანხა შეგიძლიათ დააგროვოთ. კარლაილ კალენი ამ თეორიას ადასტურებს. „ბინდის“ ვამპირი საკმაოდ დიდ ოჯახს არჩენს, მდიდრულ ქორწილებს აწყობს, კუნძულებს ქირაობს და საოცრად მაგარ სასახლეში ცხოვრობს. რატომაც არა? ძილი მის სამსახურს არ აბრკოლებს, ბინდის საგის ვამპირებს არასოდეს სძინავთ. თუმცა ეს კალენის ოჯახის უფროსს მხოლოდ მცირე მოგება აძლევს, რადგან Forbes-ის ვერსიით, მისი სიმდიდრის მიზეზი წარმატებულ ინვესტიციებშია. კარლაილმა ფული ბანკში პროცენტით ჯერ კიდევ 1670 წელს შეიტანა და მისგან 46 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. დრაკონი სმაუგი არა მარტო ადამიანები შეიძლება იყვნენ მდიდრები. მაგალითად, 2013 წელს სმაუგმა მეორე ადგილი დაიკავა Forbes-ის ყველაზე მდიდარი გამოგონილი პერსონაჟების სიაში. მაშინ ჟურნალმა მისი ქონება 54, 1 მილიარდ დოლარად შეაფასა. სმაუგმა ქონება არაკეთილსინდისიერად მოიპოვა, ჯუჯებს ძვირფასეულობა წაართვა. სკრუჯ მაკდაკი საიდან აქვს სკრუჯ მაკდაკს თავისი არნახული სიმდიდრე? ყველაფერი მარტივია. ოქროს ციებ-ცხელების დროს დააგროვა. მულტფილმის გმირმა პირველი ადგილი დაიკავა Forbes-ის სიაში, სადაც მისი ქონება 65, 4 მილიარდი დოლარით შეფასდა. მაგრამ მასზე უფრო მდიდარს ვიცნობთ! მდიდარი რიჩი მისი მშობლების და მისი ქონება 70 მილიარდ დოლარად შეფასებულია. პატარა მილიარდერს აქვს საკუთარი სასახლე, თავად ფუფუნებით გარემოცულია. შავი პანტერა ტ’ჩალა არ მოხვდა Forbes-ის სიაში, თუმცა მისი ქონება, Fiction Horison-ის მიხედვით, 90, 7 ტრილიონ დოლარად შეფასებულია. ეს სიმდიდრე ეკუთვნის ახალგაზრდა პრინცს, შემდგომში მეფეს, და ყველაფერი ლითონის ვიბრანიუმის წყალობით, რომელიც მისი სამეფოს მიწებში მდებარეობს. Fiction Horison-ის შეფასებით, 1 გრამი ვიბრანიუმი 10 ათასი დოლარი შეიძლება ღირდეს. ბონუსი: მისტერ მონოპოლია ბიძია პენიბეგსი, ცნობილი როგორც მისტერ მონოპოლია, წარმოუდგენლად მდიდარია. მას ხომ საკუთარი ვალუტა აქვს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ფულს ფლობს რეალურად. ასევე დაგაინტერესებთ: ელის უოლტონი - მსოფლიოში უმდიდრესი ქალის საიდუმლოებები როგორ შეძლო სტეფან მანდელმა ლატარიის 14–ჯერ მოგება და გამხდარიყო მილიონერი 4 უმსხვილესი ფინანსური პირამიდა ისტორიაში ჩებოლი – როგორ მოახდინა ეკონომიკური სასწაული დაკანონებულმა ნეპოტიზმმა სამხრეთ კორეაში მილიონერი ჰიუგო ოუენსის წარმატების ისტორია, რომელიც სხვისი ბარგებით გამდიდრდა 125 შეფასება არ არის |