x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კესო აღარაა და ვთვლი, რომ უნდა იცოდეთ" - რას წერს გიგა მაქარაშვილი

image


სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ორი დღის წინ, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლულ კესარია აბრამიძესთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს და წერს:


"არ მეგონა, თუ მომიწევდა ამის დაწერა, მაგრამ კესო აღარაა და ვთვლი, რომ უნდა იცოდეთ.


კოვიდის დროს, პირველად რომ ჩაგვკეტეს და ძალიან რომ გაჭირდა ცხოვრება, მეგობრებმა კამპანია დავიწყეთ, “ჰელფები” დავირქვით და ათეულობით ათას ადამიანს მივაწოდეთ საკვები, წამალი, საჭირო ნივთები.


ერთ დღესაც, რეკავს კესარია, შენი ნახვა მინდაო. აქა და აქ ვარ, შემომირბინე მეთქი.


უი, არა, შენ რომ ჩემთან ერთად დაგინახონ, ისედაც რა დღეში გაგდებენ და უარესს დაგმართებენო (თავადვე გადაბჟირდა სიცილით, როგორც იცოდა ხოლმე).


მოკლედ, შევხვდით.


მომცა 11 ტრანსი გოგოს ტელეფონი, მისამართი და ფული…


ჩემზე ათას ჭორს ავრცელებენ და შეიძლება არც აიღონ დახმარება, არადა სახლში არიან გამოკეტილები, ძალიან უჭირთო!


3 თვის განმავლობაში უზრუნველყო ყველას კვება, კომუნალურები და რამდენიმეს წამლებიც.


ეგეთიც იყო"-წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას 50-მდე სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. სამართალდამცველებმა 37 წლის ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ფაქტზე მისი მეგობარი მამაკაცი 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს, რომელთანაც მას რამდენიმეწლიანი ტოქსიკური ურთიერთობა აკავშირებდა.







0
792
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
792