x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რას ჰყვება ინდირა ჯგერნაია კესარია აბრამიძეს და ბექა ჯაიანის ურთიერთობაზე?
image

მომღერალი ინდირა ჯგერნაია სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის სასტიკ მკვლელობას ეხმაურება. როგორც თავად ამბობს, ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ და ბევრი რამ იცოდა კესარიას და ბექა ჯაიანის ურთიერთობის შესახებ:




„დიახ, კესარია აბრამიძე იყო ჩემი მეგობარი, უსაყვარლესი უპოზიტიურესი და უმეგობრულესი. კესოზე რომ დაიდო ამბავი მოკლესო, ვთქვი, რომ ტყუილი იქნებოდა, რადგან ჩვენს ერთ მომღერალ მეგობარზე დაწერეს მსგავსი ამბავი. თუმცა მერე ვთქვი, რომ დავურეკავ-თქო და გარეთ გავედი, დაახლოებით საღამოს 10 საათი იქნებოდა, თუმცა არ მიპასუხა. თურმე უკვე აღარ იყო.

image


ბოლო პერიოდში მე და კესოს ხშირად გვქონდა საუბრები იმაზე, რომ შეიძლებოდა თუ არა ამ ბიჭის ნდობა, რომელმაც არა ერთხელ იძალადა და არა ერთხელ ეს მანიაკალური თვისებები გამოავლინა. პირუტყვი იყო. როცა რაღაცაზე ვურეკავდი ელემენტარულზე, მომწერდა - „ჩიტო ბექა არის აქ და მერე დაგელაპარაკები“. სხვა თემებზე ვერ მელაპარაკებოდა იმდენად ჩაკეტილი ჰყავდა ეს გოგო. ცოტა ხანი უშველა თავს, მაგრამ მერე დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ მიყვარს და მიყვარსო, წერაზე იყო. სულ ვეუბნებოდი, რომ - ადამიანი ერთხელ რომ დაგარტყამს ის სულ დაგარტყამს კესო არ გინდა. მეუბნებოდა, რომ შეიცვალა და ძალიან უყვარდა იმ ბიჭსაც. თუმცა რთული არ დასაჯერებელი იყო ეგეც, იმიტომ რომ ხშირად იყო კესოსთან. მე ვიდეოც კი მინახავს ჭურჭელს როგორ რეცხავდა იმ სამზარეულოში, სადაც კესო გამოასალმა სიცოცხლეს. მე მაქვს ეს ვიდეო და აუცილებლად დავდებ. კესოც გამართლებას უძებნიდა, რომ - მარტივი არ არის, რომ კესარიას ქმრობა უნდაო.


კესოს ვინც ვიცნობდით, კაცად ვერ აღვიქვამდით. ჩემზე ნაზი იყო გჯერათ? და ჩემზე ბევრად მშიშარა იყო. ქუთაისში მართვის მოწმობის ასაღებად რომ ჩამოვიდა დამირეკა - ჯგერე წამყევი იქ ვინმე რამეს ჰო არ მეტყვის მეშინიაო.


სინამდვილეში ასეთი ძლიერი არ იყო, როგორიც ჩანდა“-ამბობს ვიდეოში ინდირა ჯგერნაია.

0
612
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
612
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0