x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კესარია აბრამიძის ხალასი, იუმორით გაჯერებული პოსტები
image

როგორც ცნობილი გახდა, გუშინ გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, ავთანდილის ქუჩაზე საკუთარ სახლში მოკლეს ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ქალი საქართველოში კესარია აბრამიძე, წინასწარი მონაცემებით მკვლელობა ჩაიდინა მისმა მეგობარმა მამაკაცმა, 26 წლის ბექა ჯაიანმა, შსს-ს ინფორმაციით ბრალდებული უკვე დაკავებულია.



კესარია აბრამიძე საკმოდ აქტიურად გამოირჩეოდა სოციალურ ქსელში, იგი არა მარტო რჩევებს აძლევდა ქალებს, არამედ საკმაოდ კარგი იუმორითაც გამოირჩეოდა, გთავაზობთ მის უკანასკნელ ხანებში დადებულ სტატუსებს და პოსტებს სოციალური ქსელიდან:




"აუ, მოიცაა ერთი და რა მინდოდა მეკითხა, ქმარს რომ შორდებით, დილით ნაგავს ვინ ყრის მერე? ნაგავი რომ გადასაყრელია, მაშინ მახსენდება ყოფილი მარტო"...






"პორნო ინდუსტრიაში მივდივარ ვსო იქ დამამატეთ... ლინკს დავდებ"...




"კაცი სიფხიზლეში ოქრო რომ არის და სიმთვრალეში ჭედავს, ოქრომჭედელი გამოდის ხო?"




"იუმორი გადაგვარჩენს, არ გასვენებთ გამჩენი და პასუხები მაქვს ენამოსწრებული"...

image


"ადრე კაცები ეძებდნენ ქალიშვილ ქალს. ახლა ქალები ეძებენ კაცს, რომ მ.ტ .ნული არ იყოს... მწარე რეალობა"...


"რა კარგია ფილტრები რომ არსებობს, უკვე ყველა ჩემსავით ლამაზია ფეისბუქში"...



"ბოზები ნუ მამატებთ გთხოვთ, ჩემი თავიც მყოფნის"...




"არასდროს შეიყვარო ისეთი ქალი, რომელიც შენს ცოლს პატივს არ სცემს"...



"უხ რა მომნატრებია აშარაშკული ცხოვრება?"

image


"როგორ გეკადრებათ 3 შვილი ისე გავაჩინე, ქმარს ტიტველი არ უნახივარ !ამ ქალებმა თითო გული დამიწერეთ კომენტარებში"




"სამწუხაროდ, ჯერ 21 არ ვარ თორემ ავყვებოდი ფბ ჩელენჯს, როცა გავხდები დავდებ, ვინც თავს ასაკოვანად გრძნობთ და 21 წლის ასაკის ფოტოთი ახალგაზრდობას იხსენებთ. მე ჯერ 19-ის ვარ შინაგანად, ფსიქოლოგიურად და ჩემი ხავერდოვანი კანიც ამას ღაღადებს ასე რომ შებერეთ"...

image

ქართულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს სათავალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ სტუმრობს ბრალდებული კესარია აბრამიძის ბინას და შემდეგ სტოვებს დაახლოებით 15 წუთში.

0
626
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0