x
მეტი
  • 08.10.2024
  • სტატია:137501
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511411
თაფლიანი ბაქლავა

არსებული ინფორმაციით, ბაქლავას ისტორიული სამშობლო თურქეთია და სწორედ იქ ამზადებენ დღემდე, ყველაზე გემრიელ ბაქლავას მსოფლიოში. თუმცა, მისი მომზადება სახლშიც შეიძლება. რაც შეეხება რეცეპტს, ამ გემრიელი დესერტების რეცეპტის არაერთი ვარიანტი არსებობს და აქ, ერთ–ერთ გთავაზობთ.


image


ინგრედიენტები


ცომისთვის:


ფქვილი – 500 გრ.
კვერცხი – 2 ცალი
რძე – 150 მლ.
არაჟანი – 150 მლ.
კარაქი – 50 г;
მშრალი საფუარი – 5 ჩ. კ.
შაქარი – 1 ჩ. კ.
მარილი – 0, 5 ჩ. კ.


გულსართისთვის:


ნიგოზი – 300 გრ.
შაქრის პუდრი – 250 გრ.
კარაქი – 250 გრ.
ვანილიანი შაქარი – 1 ჩ. კ.


სიროფისთვის:


წყალი – 100 მლ.
თაფლი – 200 გრ.


მომზადება:


I. ცომი: მოამზადეთ ხაში: თბილ რძეში ჩაყარეთ შაქარი და საფუარი > დადგით, რომ ამოუვიდეს > მეორე თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, კვერცხი, მარილი და კარაქი > მიღებულ მასას, უკვე ამოსული ხაში დაუმატეთ და მოზილეთ ცომი > გადააკარით თას სამზარეულოს აპკი და დადგით თბილ ადგილზე, «ამოსასვლელად».

II. თაფლის სიროფი: გახსენით თაფლი თბილ წყალში.

III. გულსართი: ნიგოზი დანით დაჭერით > დაამატეთ შაქრის პუდრი და ვანილინი > კარგად შეურიეთ ერთმანეთს > კარაქი გაადნეთ და წყლის ორთქლზე გააჩერეთ, რომ არ გაცივდეს.

IV. ცომი გაყავით 12 ნაწილად – 11 ერთნაირი და ერთი – სხვებზე, 2–ჯერ დიდი > დიდი ნაწილი გააბრტყელეთ ძალიან თხლად (1 მმ–ზე მეტი არ უნდა იყოს) და ჩაფინეთ საცხობ ფორმაში ისე, რომ კიდეებიდან იყოს გადმოფენილი. ხოლო, ფენის ფირფიტაზე გადასატანად, ის გასაბრტყელებელ ჯოხზე უნდა დაახვიოთ > ზემოდან კარაქი გადაუსვით და ნიგვზიანი გულსართი მოაყარეთ.

V. შემდეგ, მორიგეობით, გააბრტყელეთ დანარჩენი გუნდები > ჩააფინეთ ფირფიტები საცხობ ფორმაში, თან ზემოდან კარაქი გადაუსვით და ნიგვზიანი გულსართი მოაყარეთ. ზედა ფენა მხოლოდ ცომი უნდა იყოს > ჩამოაჭერით ზედმეტი ცომი > დაჭერით რომბებად (შეგიძლიათ ნიგვზის ლებნებით გააფორმოთ).

VI. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში > 10 წუთის შემდეგ გამოიღეთ, კარაქი გადაუსვით და რომბის მონიშნული გვერდები ახლიდან ჩაჭერით > ისევ შედგით ღუმელში > 15 წუთის შემდეგ ღუმელიდან გამოიღეთ და ნაპრალებში სიროფი ჩაასხით > სუფრაზე მიტანამდე, 1 საათი გააჩერეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* არტეფაქტი, რომელიც ადამიანების და უცხოპლანეტელების კონტაქტის ფაქტს ადასტურებს

* რა შეტყობინება მიიღო პენტაგონმა უცხოპლანეტელებისგან 1963 წელს? (აშშ-ს საჰაერო ძალების ყოფილი პოლკოვნიკის საიდუმლო)

* ბრიტანეთში უცხო ცივილიზაციების ვალუტა აღმოაჩინეს

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0