x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კოპირებულია აშშ-დან – საბჭოთა ხალხის საყვარელი პროდუქტები, რომელიც სსრ კავშირმა ამერიკიდან გადმოიღო

სსრ კავშირის კვების მრეწველობის სახალხო კომისრის ანასტას მიქოიანის წყალობით, ქვეყანაში ახალი, ან სახეცვლილი პროდუქტები გაჩნდა. ის ეძებდა ხერხებს, რომ უზარმაზარი სახელმწიფო სწრაფად და გემრიელად გამოეკვება... და იპოვა კიდეც. ხოლო, ყველასთვის ცნობილი «საბჭოთა რეცეპტები», სსრ კავშირში მოგონილი, ნამდვილად არ იყო. მაგ., შესქელებული რძე, ნაყინი «ესკიმო», კონსერვები და ა. შ. – ამერიკული იყო.

აქ სწორედ ამ პროდუქტებზე მოგიყვებით:


შესქელებული რძეimage


ამერიკაში თუნუქის ქილებში დაკონსერვების მეთოდი, ჯერ კიდევ 1825 წ. დააპატენტეს. ხოლო, შესქელებული რძის წარმოება 1858 წ. დაიწყეს. თუმცა, ამ პროდუქტის რეცეპტი, ამერიკას კი არა, საფრანგეთს ეკუთვნოდა. 1937 წ. მიქოიანმა ამერიკიდან კონსერვირების ტექნოლოგიები ჩამოიტანა, ხოლო 1939 წ. საბჭოთა მაღაზიებში შესქელებული რძეც გამოჩნდა.


ნაყინი «ესკიმო»image


ეს ნაყინი აშშ–ში, გასული საუკუნის 20–იან წლებში გამოიგონეს და მას – «Eskimo Pie» დაარქვეს. ხოლო, სსრ კავშირში, ჯოხზე წამოცმულ ნაყინს – უბრალოდ, – «ესკიმო» დაარქვეს.


სოსისი და ძეხვი «დოქტორსკი» image


ხორცისგან სხვადასხვა სახის ნაწარმს, სსრ კავშირში, მიქოიანის აშშ–ში გამგზავრებამდეც აწარმოებდნენ. მაგრამ, სახალხო კომისარმა ამერიკიდან უცხოური მოწყობილობები ჩამოიტანა, რომელიც, კვების მრეწველობაში, როგორც ძველი, ისე ახალი რეცეპტების გამოყენების საშუალებას იძლეოდა.
რა შეეხება სოსის და ხსენებულ ძეხვს, დიეტურ პროდუქტად ითვლებოდა და ის საავადმყოფოების და საბავშვო ბაღების სასადილოების მენიუში იყო.


პომიდვრის წვენიimage


ყველაზე მეტად, ამერიკაში, მიქოიანი ხილის წვენების ხელმისაწვდომობამ და მრავალფეროვნებამ აღაფრთოვანა. ამიტომ, სსრ კავშირში, იაფიანი ხილით და ბოსტნეულით წვენების წარმოების დაწყება გადაწყდა. ასე გამოჩნდა მაღაზიებში პომიდვრის, შემდეგ კი, ვაშლის, მსხლის, სტაფილოს და სხვა წვენები.


სიმინდის ფანტელები
image

სხვა ამერიკულ ინოვაციებს შორის, მიქოიანმა სამშობლოში სიმინდის ფანტელების წარმოების ტექნოლოგიაც ჩამოიტანა. სსრ კავშირში ფანტელებს, მხოლოდ მზა პროდუქტის სახით კი არ იყენებდნენ, სუპებში და კატლეტებშიც ამატებდნენ.



სოუსები
image


ცნობილი მაიონეზი და კეტჩუპიც, სსრ კავშირში, მიქოიანის საზღვარგარეთ მოგზაურობის წყალობით გაჩნდა. მაიონეზი «პროვანსული» სახალხო კომისარმა ჩიკაგოს გამოფენაზე ნახა.
თავიდან, სსრ კავშირში, უცნაური სოუსები მოთხოვნადი არ იყო. მაგრამ, შემდეგ მაღაზიებში სარეკლამო პოსტერები გაჩნდა წარწერით: «მაიონეზი – საუკეთესო მზა სანელებელია!».


ჰამბურგერი
image


სწრაფი ლანჩის ამერიკული იდეა, სსრ კავშირში გადააკეთეს. ადგილობრივი «ფასტ–ფუდი» კატლეტისგან და 2 ნაჭერი პურისგან შედგებოდა. შემდეგ კი, ფუმფულა ფუნთუშებიც გამოჩნდა და გემრიელმა და ნოყიერმა პროდუქტმა, ხალხში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა.


პურიimage


სსრ კავშირში, ამერიკული ტექნოლოგიებით აღჭურვილი 178 პურის ქარხანა გასული საუკუნის 30–იანი წლების ბოლოს ააშენეს. მანამდე პურს ხელით აცხობდნენ, პროდუქტი კი, ერთფეროვანი იყო.

პურის წარმოების სამრეწველო მასშტაბებზე გასვლის შემდეგ, მაღაზიებში თეთრი და შავი პური და «ფრანგული» ფუნთუშები გამოჩნდა.


შამპანური
image


ქვეყანაში ცნობილი «საბჭოთა შამპანურის» წარმოება 1937 წ. დაიწყეს. სასმლის წარმოების ტექნოლოგია მიქოიანმა «გაზიანი შამპანურის» ქარხანაში ნახა და მისი დანერგვა, სსრ კავშირში გადაწყვიტა.


კონსერვებიimage


კონსერვებს სსრ კავშირის ტერიტორიაზე, რევოლუციამდეც ამზადებდნენ და მას, ძირითადად, სამხედრო საჭიროებებისთვის იყენებდნენ.

მიქოიანმა სსრ კავშირში ამერიკიდან, მხოლოდ კონსერვების საწარმოებელი მოწყობილობა კი არა, რეცეპტებიც ჩამოიტანა. ასე გაჩნდა სსრ კავშირში დაკონსერვებული კიბორჩხალა, კალმარი, ანანასი, სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ჩაშუშული ხორცი.


imageარხის სხვა სიახლეები:


* რა შეტყობინება მიიღო პენტაგონმა უცხოპლანეტელებისგან 1963 წელს? (აშშ-ს საჰაერო ძალების ყოფილი პოლკოვნიკის საიდუმლო)

* ბრიტანეთში უცხო ცივილიზაციების ვალუტა აღმოაჩინეს

* 10 მითი კოსმეტიკის შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
244
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0