x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ამ წამს გავიგე, რომ ჩემი მეგობარი მოკლეს რუსებმა “ - ნიკა გვარამია
image

.

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნაპროკურორალი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ის წერს, რომ რუსებმა მისი ახლო მეგობარი მოკლეს...

.


ნიკა გვარამია აკონკრეტებს, რომ მისი მეგობარი რუსულ-უკრაინულ კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა. მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქე კურსკში მოკლეს.

.

გთავაზობთ ნიკა გვარამიას ფეისბუქ პოსტს:

.

"ამ წამს გავიგე, რომ ჩემი მეგობარი მოკლეს რუსებმა კურსკში.და ჩვენ ამ დროს ამ საკაცობრიო ბოროტებისთვის ბოდიშის მოხდაზს ლაპარაკებს უნდა ვისმენდეთ თურმე აქ?!!!! RIP ჩემო ძვირფასო ძმაო -- წერს პარტია ახალის თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია.

.

დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი, გიორგი როინიშვილი დაიღუპა. ის მტერთან უშუალო შეტაკებებს ემსხვერპლა. როინიშვილი "ქართველი მეომრები-სპეცდანაყოფი თბილისის" მეთაურის მოადგილე იყო.


საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა ორი უკრაინელი მებრძოლი, სამი ქართველი კი დაიჭრა. ისინი უკვე ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

.

უკრაინას ომში გამარჯვების გეგმა მზად აქვს. დოკუმენტს ქვეყნის პრეზიდენტი მოკავშირეებს მომავალ კვირას გააცნობს. ზელენსკის განცხადებით, გამარჯვების გეგმაში გაწერილია ის პუნქტები, რომელიც მშვიდობას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში უზრუნველყოფს.


სამხედრო ზირუნველყოფა, პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, ყველა მიმართულებით საკვანძო პირების ჩართულობა. უკრაინისთვის აუცილებელი ნაბიჯები უკვე აბსოლუტურად მკაფიოდ არის განსაზღვრული, რამაც ჩვენ რეალურ და სამართლიან მშვიდობას უნდა დაგვაახლოვოს. პუნქტების სია, თუ რა არის ამისთვის საჭირო, მკაფიოა. იქ არცერთი შეუძლებელი რამ არ არის", - განაცხადა ზელენსკიმ.

0
256
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0