x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"არ გეშინია, კინოსტუდიაში ამდენი ბო**ბი რომ არიან და შენი ქმარი იქ მუშაობს?!" - სახალისო ისტორია სესილია თაყაიშვილზე
image

17 სექტემბერი გამოჩენილი ქართველი მსახიობის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა, რომელმაც უამრავი სახასიათო როლები შექმნა ქართულ თეატრსა თუ კინოში, მათ შორის ქრისტინე (დადიანი „ნინოშვილის გურია“), გვირისტინე (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიუზონი (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), კატარინა (შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ელისაბედ დედოფალი (შილერის „მარია სტიუარტი“) და სხვა.


1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას („ჭირვეული მეზობლები“, 1949), ვასასის („ჩვენი ეზო“, 1956), ელპიტეს („საბუდარელი ჭაბუკი“, 1957), ოლღას („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, 1962), გუცას("თოჯინები იცინიან"-1963), ბორდოხანის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ბებია ვაროს("როცა აყვავდა ნუში"1972) მარადიას („ნატვრის ხე“, 1977), ასინეთას („დათა თუთაშხია“, 1978) და სხვა როლები.


გთავაზობთ ერთ სახალისო ისტორიას სესილია თაყაიშვილზე, რომელიც ზურაბ ქაფიანიძემ გაიხსენა:




„საზანოს თავზე ჩემი და სესილიას გავლას ვიღებთ, აპარატი გაფუჭდა, სესილიას სავარძელი მოართვეს, დააბრძანეს, მე – ნაბადი და წამოვწექი სესილიას გვერდით, ჩეროში, გზის პირას. ამ დროს ჩვენ გვერდით შავი „ვოლგა“ გაჩერდა და კინოსტუდიის ფინანსების დირექტორი სახეჩიძე გადმოვიდა – სესილიასთან გასაცნობად მეუღლე მოუყვანია.


სესილია, როგორ უყვარხართ ჩემს მეუღლეს და როგორ უნდა თქვენი გაცნობა.

– დაუძახე!

გადმოვიდა ქალბატონი – საოცრად სათნო, ზრდილი, აი, ისეთი მწყაზარი, ქართველი ქალები რომ არიან. სახეზე გაწითლდა, სესილია რომ დაინახა, ლამის ხელზე აკოცა სესილიას, ისეთი მოკრძალებით, სითბოთი და კდემამოსილებით შეხვდა! ამ დროს სახეჩიძე ეკითხება სესილიას:

– ქალბატონო სესილია, გადაღების საქმე როგორ მიდის?

– აპარატს დაენძრა, – თქვა სესილიამ. სახეჩიძის მეუღლე გაშრა, შეცბა. სესილიამ შეამჩნია და უკან არ დაიხია: – თქვენა ხართ ამის ცოლი?

– ჩემი ცოლია, ქალბატონო სესილია.

სესილია გამშრალ და ფერდაკარგულ ქალს მიუტრიალდა:

– მერე, არ გეშინია, კინოსტუდიაში ამდენი ბოზები რომ არიან და შენი ქმარი იქ მუშაობს?!

ქალი წავიდა, მანქანაში ჩაჯდა.

– ქალბატონო სესილია, ხვალ ან ზეგ ამოგივლით და ჩვენს ოჯახში ვივახშმოთ.

ათმა ხვალემ და ზეგმა გაიარა და სახეჩიძე აღარ გამოჩენილა“.


მთავარ ფოტოზე: კადრები ფილმებიდან "ჩვენი ეზო"(1956 წ.) და "საბუდარელი ჭაბუკი"(1957)

0
683
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0