x
image
Yoona
Mediator image
Mediator image
სასარგებლო პროდუქტები, რომელთა დახმარებით კუჭს ადვილად მოატყუებთ
image



არის დღეები, როცა სულ გინდა ჭამო. ზედმეტი ჭამა კი საზიანოა არა მხოლოდ სხეულის ფორმებისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვის. საბედნიეროდ, არსებობს პროდუქტები, რომლებიც მადას აქვეითებენ. ასეთი საკვები დაბალკალორიულია და კარგად გვანაყრებს. მათი დახმარებით „კუჭს მოატყუებთ“ და ზედმეტს არ შეჭამთ.



1. წითელი თევზი

image

წითელ თევზში ბევრი სასარგებლო ნივთიერება და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავაა. ორგანიზმს კარგად ანაყრებს, თან დაბალკალორიულია. იდეალურია, თუ კვირაში ერთხელ მაინც წითელ თევზს მიირთმევთ. მისი დახმარებით განწყობას აიმაღლებთ, ასევე თავიდან აიცილებთ სიმსუქნის და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.



2. ჩიას და სელის თესლი


image

პატარა მარცვლები ანტიოქსიდანტებით და ომეგა 3-ით მდიდარია. ჩია და სელი არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და იმუნურ სისტემას აძლიერებს. პროდუქტის კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა დიდი რაოდენობით წყლის შეწოვა, რის ხარჯზეც კუჭს ავსებს და მადას ამცირებს.



3. ავოკადო

image

სასარგებლო ცხიმების და ვიტამინების კიდევ ერთი წყარო. ავოკადო მდიდარია ოლეინის მჟავით, რომელიც სისავსის ხანგრძლივ შეგრძნებას უზრუნველყოფს. საღამოს და ღამით მაცივრისკენ რომ არ გაიქცეთ, სადილზე ნახევარი ნაყოფი მიირთვით.



4. წყალი

image

ყველამ არ იცის, მაგრამ რაც უფრო ნაკლები სითხეა სხეულში, მით მეტის ჭამა გვინდა. ტვინს უჭირს გაუწყლოების და შიმშილის ნიშნების გარჩევა, ამიტომ სითხის ნაკლებობამ შიმშილის მწვავე გრძნობა შეიძლება გამოიწვიოს. თუ ახლახან ჭამეთ, მაგრამ ვერ დანაყრდით, წყალი დალიეთ. ასე ტვინს მოატყუებთ და ნაკლებს მიირთმევთ.



5. ქოქოსის კარაქი

image

ქოქოსის კარაქი იმუნიტეტს აძლიერებს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ნივთიერებათა ცვლას და ორგანოების ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ყველაფერი ცხიმების, რკინის და თუთიის წყალობით. დროდადრო ცოტა ქოქოსის კარაქი კერძებს დაუმატეთ მადის დასაქვეითებლად. მთავარია, არ გადააჭარბოთ.



6. კვერცხი

image

კვერცხი საუკეთესო საშუალებაა მადის შესამცირებლად და ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ საუზმედ ითვლება. თუ დილით შემწვარ ან მოხარშულ კვერცხს შეჭამთ, შიმშილის გრძნობას სადილობამდე დაივიწყებთ. კვერცხი შეიცავს ბევრ პროტეინს, რომელიც ორგანიზმს ენერგიით ავსებს და კუნთოვანი მასის შენარჩუნებას ხელს უწყობს.



7. ჩილის წიწაკა

image

ცხარე წიწაკა კარგად თრგუნავს მადას კაპსაიცინის ხარჯზე, რომელიც ცხიმის წვას ხელს უწყობს. 1 გრამი პროდუქტის ჭამაც ორგანიზმში წონის კლების პროცესს ააქტიურებს. ყოველდღე არ მიირთვათ. ჩილის წიწაკასთან სიფრთხილე გმართებთ. კვირაში ერთხელ საკმარისია, რომ ორგანიზმში ცხიმის წვა გაააქტიუროთ.



8. კაკალი

image

კაკალი წახემსების შესანიშნავი ალტერნატივაა. საკმაოდ მაღალკალორიულია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ცალი მიირთვით. შიმშილის გრძნობას ამცირებს, ორგანიზმს ავსებს სასარგებლო ცხიმებით და ფიგურას არ აზიანებს. კაკალი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და მადას ამცირებს. დაუმატეთ ხაჭოს, მიუსლის, ფაფას და დესერტს.



9. პიტნა

image

პიტნის ჩაი და ნაყენი ეფექტური დამამშვიდებელი სასმელია. გავლენას ახდენს არა მხოლოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და აახლებს ორგანიზმს, არამედ ამცირებს შიმშილის გრძნობას. თუ ყოველდღე თითო ფინჯან ჩაის დალევთ, საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას შეამჩნევთ, მოიშორებთ გულძმარვას და თავიდან აიცილებთ ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნას.



10. კოჭა და დარიჩინი

image

როგორც კოჭა, ასევე დარიჩინი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს მადაზე. თუ არ გსურთ ზედმეტი კალორიების მიღება, მოიმზადეთ საუზმეზე შვრიის ფაფა მწიკვი დარიჩინის ფხვნილით და დალიეთ ჩაი კოჭით. ასე ენერგიით აივსებით და ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდრებთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

ზეთისხილში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში

დიეტა „5 სუფრის კოვზი“ - ჭამე რაც გინდა და როცა გინდა

12 პროდუქტი, რომელიც თქვენს მუცელს ბრტყელს გახდის

ხმელთაშუა ზღვის დიეტა ხელს უშლის ჰიპერტონიას – კვლევის შედეგები

ძველი გერმანული რეცეპტი, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინს და აძლიერებს იმუნიტეტს


0
334
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
334