რელიგია დრო და რელიგია 14 სექტემბერი, 12:41 ნახევარი წელი უკან მოვიტოვეთ. “ტემპუს ფუგიტ" - ლათინური ფრაზაა, რომელიც ინგლისურად ითარგმნება როგორც “დრო მიფრინავს". იგი წარმოდგება ვირგილიუსის ფრაზიდან, რომელიც ამბობს: “გარბის დრო შეუქცევადი", ან კიდევ: “ის გაგვექცა, უკანდაუბრუნებელი დრო"... წმინდა წერილი გვეუბნება: “დრო მოკლეა" და გვამხნევებს რომ “გამოვისყიდოთ დრო". თუმცა ჩვენ გვავიწყდება, რომ დრო შეუქცევადია და თავს დამნაშავედ ვგრძნობთ, რომ მას უფრო ვფლანგავთ, ვიდრე გამოვისყიდით.იესო ქრისტე ცხოვრობდა იმის შეგნებით, რომ მისი დრო შეზღუდული იყო, ამგვარად იგი მომართული იყო, რომ ემუშავა დღისით, რადგან ღამე დადგებოდა... მერყევი მეფე მეფე ზედეკიას მეფობის 11 წლის შემდეგ, მეოთხე თვეს, უბედურება დაატყდა ქალაქ იერუსალიმს. 18 თვის განმავლობაში ნებუჩადნეზარმა და ბაბილონის ჯარმა ალყა შემოარტყა ქალაქს და მოსახლეობას საყოველთაო შიმშილი ემუქრებოდა, მიწაზე პური არ მოიპოვებოდა. უცბად ერთი თვის და 9 დღის შემდეგ დაცვა გარღვეულ იქნა და მტერი შემოიჭრა. ამის შესახებ წინასწარმეტყველები აფრთხილებდნენ. ჯერემია წინასწარმეტყველი ხალხს აფრთხილებდა, რომ ქალაქის დანგრევა გარდაუვალი იყო. ის მოუწოდებდა ხალხს, რომ დანებებულიყვნენ ბაბილონელებს. წინასწარმეტყველი დაასმინეს, როგორც მოღალატე და მეფე ზედეკიას მოსთხოვეს მისი ჩამოხრჩობა. მერყევმა მონარქმა საიდუმლოდ გაიარა კონსულტაცია წინასწარმეტყველთან შეკითხვით: “იყო რაიმე სიტყვა ღვთისგან?" მას უთხრეს, რომ იყო, მაგრამ ეს იქნებოდა უსიამოვნო. თუმცა მან არ გაითვალისწინა ეს სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ დადებითად იყო განწყობილი ჯერემიას მიმართ. 1 შეფასება არ არის
|