x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დათო ფორჩხიძეს მინდა შევეხმიანო, ვეღარ დაგინდობ!... ხუჯაძე უპრინციპო არსებაა“ - გოგა ხაჩიძე
image

.

სააკაშვილის გარემოს დაცვის მინისტრი, ჯგუფი სახეს მომღერალი გოგა ხაჩიძე მის ყოფილ თანაჯგუფელებს მიმართავს და ემუქრება, რომ თუ მკაფიო პოზიციას არ დააფიქსირებენ, მაშინ ის მათ აღარ დაინდობს. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სპეციალურ სტატუსში დაწერა, რითაც მუსიკოს დავით ფორჩხიძეს მიმართავს და იქვე იმასაც წერს, რომ ხუჯაძის იმედი არ აქვს.

.


გთავაზობთ გოგა ხაჩიძის სტატუსს უცვლელად:

.

"დათო ფორჩხიძეს მინდა შევეხმიანო აქედან. ბიჭო დავით! ხუჯაძე რომ უიმედო-უპრინციპო არსებაა და ჯერ კიდევ ქოცებამდე იყო ქოცი ეგ ორივემ კარგად ვიცით. ამჯერად შენს სინდისს მინდა ჩავებღაუჭო, რომელიც მგონია შერჩენილი გაქვს.
.
ვიცი, ბობოლა ქოცებისგან პატივნაცემი და დავალებული ხარ;
ვიცი, როგორი მიბმული ხარ ქოცებზე და საქოცეთზე;
ვიცი, როგორ გიჭირს შენი კომფორტული ბუნაგიდან გამოძრომა, რეალობაზე თვალის გასწორება და პოზიციის გამოხატვა, მაგრამ არც მე დაგიტოვებ სხვა შანსს, ისედაც ბევრჯერ მოახერხე არასწორი დუმილი.
.
გამოდი და გასაგებად დააფიქსირე შენი პოზიცია!
მჯერა, რომ “სახე”-ს შეინარჩუნებ!
თორემ ვეღარ დაგინდობ!
.
არ შეგეშინდეთ!
იყავით მამაცები!
ცხოვრება იმად არ ღირს, რომ ქოცის შიშში გაატაროთ!
დიდება საქართველოს და ქართველ გმირებს!" – წერს გოგა ხაჩიძე.
.
შეგახსენებთ, ნაცმოძრაობის დამარცხებამდე ის სააკაშვილის ხელისუფლების წევრი იყო, ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ კი მან გირჩი დააფუძნა ზურა ჯაფარიძესთან და იაგო ხვიჩიასთან ერთად, თუმცა სულ მალე ის გირჩს ჩამოშორდა.
.
დავით ფორჩხიძე კი "იმედსა" და "პოსტივის" ეთერში სხვადასხვა მუსიკალურ შოუებში მონაწილეობს და ოპოზიციური აქტივობით არ გამოირჩევა, ამიტომაც მიმართა მას ყოფილმა კოლეგამ ასე საჯაროდ და აგრესიულად..
.
ჯერ უცნობია გამოეხმაურება თუ არა ფორჩხიძე კოლეგის მუქარას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დათო ფორჩხიძე ფეისბუქით 2014 წლის შემდეგ აღარ აქტიურობს და ნაკლებად მოსალოდნელია წერილობითი პასუხი გასცეს.
.

0
1353
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0