კინო 8 ფილმი, რომელიც სავსეა შემოდგომის რომანტიკით 12 სექტემბერი, 20:23 დაცვენილი ფოთლების შრიალი, ბოლო თბილი დღეები, პირველი წვიმა. წელიწადის დრო, რომელიც ყველაზე უკეთ გვიქმნის რომანტიკულ განწყობას. რა სასიამოვნოა შემოდგომაზე საბანში გახვევა, ცხელი ჩაის დალევა და კარგი ფილმის ჩართვა. შევაგროვეთ თქვენთვის ფილმები, რომლებშიც შემოდგომა მთელი თავისი დიდებით წარმოდგენილია! შემოდგომის ლეგენდები (Legends of the Fall) ფილმი მოგვითხრობს ლადლოუს ოჯახზე. რომანტიკული ისტორია სამ ძმაზე, მათ მამაზე, ახალგაზრდა და მომხიბლავ ქალზე, რომელიც თითოეული მათგანის ცხოვრებას ცვლის. მოქმედება ვითარდება საოცრად ლამაზი ბუნების ფონზე, ხოლო ნამუშევარმა საუკეთესო ოპერატურისთვის „ოსკარიც“ მოიპოვა. უსასრულოდ შეგიძლიათ უყუროთ. სახლი ტბასთან (The Lake House) მშვენიერი სიყვარულის ისტორია, რომელიც ადასტურებს, რომ დროც კი ვერ აშორებს შეყვარებულებს. ექიმი კეიტ ფორესტერი ტოვებს თავის ულამაზეს სახლს ტბის პირას და საცხოვრებლად ჩიკაგოში გადადის. წასვლისას კეიტი ტოვებს წერილს საფოსტო ყუთში, რომელიც სახლის ახალმა მფლობელმა უნდა მიიღოს. სახლში საცხოვრებლად გადადის არქიტექტორი ალექს უაილერი. ის კეიტს საპასუხო წერილს წერს. ერთმანეთისთვის მიწერილი წერილებიდან იგებენ, რომ სხვადასხვა დროში ცხოვრობენ. სიამაყე და ცრურწმენა (Pride and Prejudice) ჯეინ ოსტინის რომანის თანამედროვე ეკრანიზაცია, რომელიც დიდი ხანია კლასიკად იქცა. ფილმს აკრიტიკებს 1995 წელს გადაღებული ვერსიის ბევრი ფანი. შეუძლებელია არ აღვნიშნოთ თანამედროვე ფილმის ლამაზი ფერთა სქემა და მე-18 საუკუნის ბოლოს ინგლისის მდიდრული პეიზაჟების სიმრავლე. ნიჭიერი მსახიობები და ლამაზი კოსტიუმებიც გულგრილს არავის დატოვებს. შემოდგომა ნიუ-იორკში (Autumn in New York) ნიუ-იორკი შემოდგომაზე გვატყვევებს თავისი სილამაზით და აღვივებს ფოთლებით მოფენილ პარკში სეირნობის სურვილს. სწორედ პარკში შორდება რესტორნის მფლობელი უილ კინი თავის შეყვარებულს და მაშინვე ხვდება შარლოტა ფილდინგს. საღამოს ისევ ხვდება თავის რესტორანში. უილი მყისიერად იწყებს ახალ სასიყვარულო თავგადასავალს, მაგრამ მალე გაიგებს, რომ მისი რჩეული ავად არის. ტკბილი ნოემბერი (Sweet November) ოფიციალურ კოსტიუმში გამოწყობილი ნელსონ მოსი ყოველთვის სადღაც ჩქარობს და მუდმივად დაკავებულია. სხვაგვარი ცხოვრების წესი ვერც წარმოუდგენია, მაგრამ მხიარული და ექსცენტრული სარა დივერი უკვე მიიჩქარის მის დასახმარებლად. თუ წარმატებას მიაღწევს, ნელსონი იქნება მისი ახალი გამარჯვება ადამიანთა შესწორებული ბედის სერიაში. ოდნავ სევდიანი, ლირიკული ფილმი შესანიშნავი მსახიობებით, რომელთა გამო ფილმის ბოლომდე განიცდით. მედისონის ხიდები (The Bridges of Madison County) ფრანჩესკა - ფერმერის ცოლი და ორი შვილის დედა. მოულოდნელად მის ერთფეროვან ცხოვრებაში ბედი ერევა და რობერტს ხვდება. რობერტი დიდი ხანია მიეჩვია მარტო ცხოვრებას, მაგრამ ეს შეხვედრა მის ბედსაც ცვლის. მათ ვნებიანად და გონების დაკარგვამდე უყვარდებათ და ამ სიყვარულისთვის მხოლოდ 4 დღე აქვთ. მერილ სტრიპის და კლინტ ისტვუდის იდეალური დუეტი, რომელთა მშვიდი საუბრები ძალიან სასიამოვნო საყურებელია. ბაღების ქვეყანა (Garden State) ენდრიუ ლარჯმენი ათი წლის განმავლობაში პირველად ბრუნდება მშობლიურ ქალაქში. აქ ხვდება გოგონას, სახელად სემს, რომელსაც ეპილეფსია აწუხებს. ის ეხმარება ენდრიუს ემოციური შფოთვის მოშორებაში და ახალი ცხოვრების დაწყებაში. ძალიან თბილი და სულიერი ფილმია. მისი ყურების შემდეგ ჩნდება იმედი, რომ ახლა ყველაფერი ნამდვილად კარგად იქნება. ერთხელ (Once) ფილმი კი არა, სასწაული! მთავარი როლების შემსრულებლები პროფესიონალი მსახიობები არ არიან, ცხოვრებაში მუსიკოსები არიან, თუმცა შესანიშნავად ითამაშეს. ფილმის მთავარი უპირატესობაა მუსიკა. სწორედ მუსიკა არის მთავარი ელემენტი, რომელიც ზოგჯერ ცვლის კიდეც სცენარს. ასევე დაგაინტერესებთ: 10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში ტოპ 6 კორეული რომანტიული ფილმი 2000-იანი წლების 10 საუკეთესო ფილმი IndieWire-ის ვერსიით მისტიკური, წვიმიანი, კლასიკური - 10 საუკეთესო კინო-კოცნა 10+ კინოშედევრი საღამოს საყურებლად, რომლის არჩევანშიც არ შეცდებით 130 1-ს მოსწონს |