x
მეტი
  • 12.10.2024
  • სტატია:137573
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511457
კვლევა: 4 საკვები ნივთიერება, რომელიც კატასტროფულად აკლია ბევრი ადამიანის კვების რაციონს
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი არ იღებს 4 მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას საკვებიდან. სიაში მოხვდა იოდი, E ვიტამინი, კალციუმი და რკინა.



image



კვლევა ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის, კალიფორნიის უნივერსიტეტის და კვების გაუმჯობესების გლობალური ალიანსის თანამშრომლებმა ჩაატარეს. კვების გლობალური მონაცემების ბაზის და საკუთარი სტატისტიკური მოდელების გამოყენებით ჯგუფმა შეაფასა მიკროელემენტების დონე 185 ქვეყანაში მცხოვრები მსოფლიოს მოსახლეობის 99, 3%-ის კვების რაციონში.



იოდი არის მთავარი საკვები ნივთიერება, რომელსაც ბევრი ადამიანი არ იღებს. იოდი აუცილებელია ჰორმონის თიროქსინის გამომუშავებისთვის, რომელიც მხარს უჭერს უჯრედების ფუნქციას, ასევე გულის ჯანმრთელობას, ტვინის ნორმალურ განვითარებას და მრავალ სხვას. იოდს შეიცავს რძე და ზღვის პროდუქტები და ადამიანთა 68% არ იღებს მას საკმარისად.




image



ამას მოჰყვება E ვიტამინი. ის ადამიანთა 67%-ს აკლია. გვხვდება კაკალში, თესლში და კვერცხში და მნიშვნელოვანია უჯრედებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ინფექციებისგან ორგანიზმის დაცვისთვის.



image



სიაში მესამე ადგილზეა კალციუმი: ძვლებს და კბილებს აძლიერებს, ასევე ხელს უწყობს გულის, კუნთების და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კალციუმი გვხვდება რძეში, ყველში და მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში, მაგრამ მსოფლიო მოსახლეობის 66% მას საკმარისად ვერ იღებს.



image



და ბოლოს, რკინა მეოთხე ადგილზეა: მას ადამიანთა 65% ვერ იღებს. ეს საკვები ნივთიერება გვხვდება ღვიძლში, წითელ ხორცში და პარკოსანში და აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოებისთვის, რომელსაც ფილტვებიდან ქსოვილებში ჟანგბადი გადააქვს. რკინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და თავის ტკივილი, როგორც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.



image



კვლევას აქვს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, მასში არ იყო გათვალისწინებული ბიო აქტიური დანამატების გამოყენება. და მაინც, მისი ავტორები იმედოვნებენ, რომ შედეგები დაეხმარება ადამიანებს ახლებურად შეხედონ დიეტას და გახადონ უფრო დაბალანსებული.



ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის „ხორცის წებო“ და რატომ უნდა მოერიდოთ მის შემცველ პროდუქტებს

საზამთრო თუ ნესვი - რომელი უფრო სასარგებლოა?

მეცნიერებმა დაასახელეს 11 ყველაზე მკვებავი პროდუქტი, რომლებიც არსებითად სუფთა ენერგიაა

ჯანსაღი კაკალი და მათი თვისებები – რატომ უნდა მივირთვათ ყოველდღე

იცით, რატომ უწოდებენ პიტნას ქალების მცენარეს და რა საფრთხეს შეიცავს კაცებისთვის?





0
104
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
104