საზოგადოება
"სირცხვილია, მეტი არაფერი…. "- რამ აღაშფოთა ლენუკა ყიფშიძე
7 სექტემბერი, 16:32
მოდელი ლენუკა ყიფშიძე მამის, მსახიობ, ზურა ყიფშიძის გადაცემის "ჰოპლას" დახურვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "პირველი არხის" გადაწყვეტილებას "სამარცხვინოს" უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული გადაცემა სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადიოდა:
"ხელოვნება ჩვენ ქვეყანაში ასე არ აინტერესებდეთ და არ აფასებდნენ, ძალიან სამწუხაროა აი, ძალიან ამდენი წელია მამაჩემს ეს გადაცემა მიყავდა და დახურეს უკვე რამდენი ხანია და მერე უკვირთ რაღაც რაღაცეები…
ხელოვან ადამიანს ჟანგბადი რომ გადაუკეტო იგივეა და დატოვო უმოქმედო. სირცხვილია მეტი არაფერი…. ერთ-ერთი საუკეთესო და საინტერესო გადაცემა იყო". – წერს ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!" გახლდათ გადაცემათა ციკლი კულტურაზე, რომელიც მოგვითხრობდა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მივიწყებულ წარმომადგენელთა შემოქმედებასა და პირადი ცხოვრების შესახებ.