სხვა რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი XIX) 4 სექტემბერი, 17:19 თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე, დროში მოგზაურობა-5 ფოტოს ისტორია ნაწილი XIX პირველი საღამო, როდესაც აშშ-ში გააუქმეს "მშრალი კანონი" -1933 წლის 5 დეკემბერი. ალკოჰოლის გაყიდვის, წარმოებისა და ტრანსპორტირების საერთო ნაციონალური აკრძალვა, რომელიც მოქმედებდა ფედერალურ დონეზე 1920 წლიდან 1933 წლამდე. მოქმედი აშშ-ს კონსტიტუციის მეთვრამეტე შესწორებული მუხლით და რომელიც ცნობილია " ვოლსტედის კანონით". "მშრალი კანონის" შემოღებამ ფაქტობრივად არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა და არც აშშ იყო გამონაკლისი. ალკოჰოლის აკრძალვამ გამოიწვია ყველაზე მასიური ორგანიზებული დანაშაული ამერიკის ისტორიაში. მამას გული წაუვიდა, როდესაც სამშობიაროში გაიგო რომ სამი ტყუპი შეეძინა.მაშინ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ არ არსებობდა ულტრაბგერითი გამოკვლევა. 1946 წელი. „შეიტანე შენი წვლილი!წადი სამუშაოზე გორგოლაჭებიანი ციგურებით!” ქუჩაში აქტივისტი გოგონები მოსახლეობას მოუწოდებენ გაზი რაციონალურად გამოიყენონ მეორე მსოფლიო ომის დროს. ნიუ-იორკი, 1940-იანი წლები. ძალის უჩვეულო დემონსტრირება: 8 წლის ბოდიბილდერი პატრიცია ო'კიფი ზურგით ატარებს 90 კილოგრამიან მამაკაცს, 1940 წელი. სახალისო ფოტო.ევროპის ყველაზე მაღალი ადამიანი იმ დროისთვის (კორნელიუს ბრუნსი), ყველაზე მსუქანი (ეგონ კანონ ერვენი, მეტსახელად "ზარბაზანი კოლოსი") და ყველაზე დაბალი (ჯუჯა ჩიპი) ლუდს სვამენ და თამაშობენ ბანქოს 1913 წელი. წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს>> 323 2-ს მოსწონს
|