x
მეტი
  • 12.10.2024
  • სტატია:137580
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511458
„ვერ ვთხოვდებოდი! უბანში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, გზას ვერ გამოვაგნებდი“ – ნინო ჩხეიძე
image

.

პოპულარული ქართველი მომღერალი ნინო ჩხეიძე მისი ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიას იხსენებს. თავგადასავლების შესახებ მომღერალი ჟურნალ თბილისელების ჟურნალისტს გულწრფელად ესაუბრა.

.


„18 წლის ვარ. ვერ ვთხოვდები...

უბანში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. სოლოლაკში ვტრიალებდი და ვაჟა-ფშაველაზე რომ მოვხვედრილიყავი, უკან გზას ვერ გამოვაგნებდი.

.

ერთხელ ჩემმა დაქალმა თავისი ძმის საკალათბურთო თამაშზე დამპატიჟა. მეც გამოვიპრანჭე, ახალი პონჩო ჩავიცვი და წავედით.

.

ეიფორიაში ვარ. მოთამაშეები შევათვალიერე. ერთ-ერთმა ჩააგდო და გამომხედა. ჭკუაზე არ ვარ, ვფიქრობ, ყოჩაღ, ნინო, მაგარ ფორმაში ხარ-მეთქი.

.

გაგრძელდა თამაში. მეორეც ჩააგდო, გადაულაპარაკა მეორე ბიჭს და იმანაც შემომხედა. ჭკუაზე არ ვარ, ვიპრანჭები. მერე მეორეს გადაულაპარაკა, იმან – მესამეს. მოკლედ, გაგიჟებული ვარ და ვფიქრობ, აქედან გაუთხოვარს არ გამიშვებენ-მეთქი. ბოლოს ისე მოხდა, რომ მთელი გუნდი მიყურებს, ორივე გუნდი მე მიყურებს.

.

პიკი კი ის იყო, რომ სულ ბოლოს მთელმა დარბაზმა გამომხედა, თურმე, ტაბლოს ქვევით ვიჯექი და ამიტომ იყურებოდნენ აქეთ...

.

ასეთი იმედგაცრუება ცხოვრებაში არ მქონია, თუმცა ის ორი საათი კი ვიყავი გახარებული“. - აღნიშნავს ნინო ჩხეიძე.

0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0