x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
48 წელი ციხეში ჯდომის შემდეგ უდანაშაულო პატიმარს 7,2 მილიონ დოლარს გადაუხდიან
image

აშშ-ში რომ მართლმსაჯულება მოიკოჭლებს ეს უკვე უდავო ფაქტია, უკვე მერამდენედ გვიწევს მსგავს ფაქტზე დაწერა.მორიგ უდანაშაულო მსჯავრდებულს, რომელსაც 48 წლით ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, შვიდ მილიონ დოლარ კომპენსაციას გადაუხდიან.




შეერთებულ შტატებში უდანაშაულო მსჯავრდებულს ციხეში გატარებული 48 წლის შემდეგ კომპენსაციას გადაუხდიან. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება.


გათავისუფლების შემდეგ 71 წლის გლინ სიმონსმა უჩივლა ქალაქ ოკლაჰომა სიტის სასამართლოს და ყოფილ დეტექტივს, კლოდ შობერს, რომელიც იქ მუშაობდა. სარჩელში ასევე დასახელებულია ქალაქი ელმონდი, სადაც დანაშაული მოხდა და დეტექტივი ენტონი დევიდ გარეტი, რომელიც იქ მუშაობდა.



სიმონსი მიიჩნევს რომ შობერმა და გარეტმა შეთითხნეს საქმე, რამაც ის გისოსებს მიღმა მიიყვანა.


ელმონდის საქალაქო საბჭომ მიაღწია შეთანხმებას, სასამართლოს გარეშე სარჩელის დაკმაყოფილებას, რომლის მიხედვითაც ქალაქი არ აღიარებს დანაშაულს, მაგრამ გადაუხდის სიმონს კომპენსაციას. ის მიიღებს 7, 2 მილიონ დოლარს. იურიდიული ბრძოლა ოკლაჰომა სიტისთან კვლავ გრძელდება.


სიმონსი გაასამართლეს ოკლაჰომა სიტის გარეუბანში, ედმონდში, ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის დაყაჩაღებისთვის.


1974 წლის 30 დეკემბერს ორი უცნობი მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად ორი ქალი დაშავდა, აქედან ერთი 30 წლის ქალი გარდაიცვალა. უამრავ მოწმეს შეეძლო იმის დადასტურება, რომ იმ დღეს სიმონსი სხვა ქალაქში ნახეს, მაგრამ ნაფიც მსაჯულებმა მათ არ მოუსმინეს.პოლიცია დაეყრდნო 18 წლის მოწმის ჩვენებას, რომელმაც "ამოიცნო" დამნაშავეები, თუმცა აღნიშნა, რომ ცოტა რამ ახსოვს, რადგან ისინი წამიერად ნახა.


სიმონსი ელექტროსკამს მხოლოდ შემთხვევით გადაურჩა.


აღსანიშნავია რომ სიმონსი აღმოჩნდა ის უდანაშაულო რეკორდსმენი პატიმარი, რომელსაც აშშ-ს ისტორიაში ციხეში ყველაზე დიდი ხნის მოუწია ჯდომა, სანამ 2023 წლის დეკემბერში მას ოფიციალურად გაამართლებდნენ.

0
139
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0