x
image
Guns N Roses
შალვა ნათელაშვილის " სიბრძნე სიცრუისა "

imageროგორც იცით შალვა "რობინჰუდ" ( "მდიდარს ვართმევ ღარიბს ვაძლევ". ) ნათელაშვილი ძალიან დიდი ხანი იმყოფება პოლიტიკაში და ცნობილია არა მხოლოდ თავისი პროფესიით, არამედ თავისი "უნიკალური" გამონათქვამებით. გთავაზობთ შალვა "რობინჰუდ" ნათელაშვილის ასე ვთქვათ "სიბრძნე სიცრუისა".
1. " მიშამ 1 000 კაციანი ტერორისტული დაჯგუფება გამომიგზავნა სალიკვიდაციოდ. "

2. "სააკაშვილი ცუნამივით დაატყდა თავს საქართველოს! "

3. "ორი ამოუხსნელი ამოცანა აწუხებს კაცობრიობას. პირველი : არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და მეორე: რამდენი ამომრჩეველია საქართველოში."

4. "რას შევარდა პარლამენტში აბორიგენთა ტომის ბელადივით?"

5. "დადის აქეთ იქით და დაათრევს იმ ტრიბუნას სარკოფაგივით."

6. "როგორც დიდმა ილიამ ბრძანა ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ!
აქუბარდია: - ბატონო შალვა, ეგ აკაკიმ თქვა...
შალვა: კი აკაკიმ თქვა, მაგრამ ილიაც დაეთანხმა."

7. "ნაძალადევის რაიონში იმხელა ორმოებია გზებზე, რომ ჯანმრთელი კენგურუც ვერ გადახტება. "

8. "თბილისში ხუთი თვითმფრინავი, რომ დასვა ერთდროულად, ხუთივედან სააკაშვილი ჩამოვა."

9. "ჩვენმა მთავრობამ არ იცის, რომ დედამიწა ბრუნავს, თორემ კატაობაში ფულს გადაგვახდევინებდნენ."

10. " მხოლოდ ერთხელ გვანდეთ სკამი და ჩვენ გადაგარჩენთ. "

პ.ს მე პირადად ყველაზე ძალიან "ორი ამოუხსნელი ამოცანა აწუხებს კაცობრიობას. პირველი : არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და მეორე: რამდენი ამომრჩეველია საქართველოში." ეს ფრაზა მომეწონა. სწორს ამბობს ეს კაცი.

2
409
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
409
  
2012, 20 ოქტომბერი, 19:47
+1
2012, 20 ოქტომბერი, 18:27
არადა აკაკიმ ილიას დასაფლავებაზე თქვა ეგ სიტყვები;))))))))))))))))))))
0 1 2