კინო ცნობილი მსახიობები, რომლებიც თავიანთ შესრულებულ როლებს ვერ იტანენ 20 აგვისტო, 15:38 ალბათ, არ არსებობს მსახიობი, რომელსაც გარკვეული როლის შესრულება არ უნანია. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ცნობილ მსახიობებს და მათ შესრულებულ როლებს, რომელთა გახსენებაც დიდად არ უყვართ: 1. მიშელ პფაიფერი - ბრიოლინი 2 (1982) „მთელი გულით მძულს ეს ფილმი და არ მჯერა თუ როგორი ცუდია! იმ დროს, როცა მასში ვითამაშე, ახალგაზრდა ვიყავი და არაფერი მესმოდა. ” 2. არნოლდ შვარცენეგერი - "წითელი სონია" (1985) "ეს არის ყველაზე ცუდი ფილმი, რაც კი ოდესმე მიმიღია. როცა ჩემს შვილებს ვსჯი, მათ ოთახებში ვგზავნი და ვაიძულებ მათ 10-ჯერ უყურონ მას. 3. კოლინ ფარელი - მაიამის პოლიცია (2006) „არ მომეწონა ამ ფილმში თამაში. და მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ელეგანტური აღმოჩნდა, ის ცარიელია. და მე ვიღებ პასუხისმგებლობის ნაწილს ამაზე. დარწმუნებული ვარ მალე შევწყვეტ პოლიციელების თამაშს. ბოლო წლებში ამას ძალიან ხშირად ვაკეთებდი“. 4. შარლიზ ტერონი - "აზარტული თამაშები" (2000) ”ეს იყო ცუდი, ცუდი, საშინელი ფილმი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ის ცუდია, მიხარია, რომ ჯონ ფრანკენჰაიმერთან ვიმუშავე. 5. ალეკ ბოლდუინი - Rock of Ages (2012)
„ეს იყო სრული კატასტროფა. გადაღებებიდან ერთი კვირის შემდეგ ვიფიქრე: ღმერთო, რა გავაკეთე? 6. კეტრინ ჰეიგლი- ცოტათი ორსული(2007) ”ეს ფილმი ასახავს ქალებს, როგორც უდარდელებს და გამაღიზიანებლებს, ხოლო მამაკაცებს, როგორც მიმზიდველს და მხიარულს. გამიჭირდა ასეთი გაზვიადების მიღება“. კეტრინმა ფილმის რეჟისორს ჯად აპატოუს სექსისტი უწოდა, თუმცა იმავე ინტერვიუში აღნიშნა მისი მაღალი პროფესიონალიზმი. 7. სილვესტერ სტალონე - „შეჩერდი! დედაჩემი ისვრის“ (1992) "ეს ფილმი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფილმი მთელ მზის სისტემაში, მათ შორის უცხოპლანეტელების პროდუქციის ჩათვლით, რომელიც ჩვენ არასდროს გვინახავს." 8. შელი დიუვალი - "ნათება" (1980) „ფილმის გადაღებით გამოწვეული მძიმე სტრესის გამო, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დამეწყო. სტენლი დაეხმარა ჩემს კარიერას, მაგრამ ეს იყო ყველაზე რთული როლი, რაც კი ოდესმე მითამაშია." 9. ჯეიმს ფრანკო - "მამაცი გული" (2010) „როგორ შემიძლია კომენტარი გავაკეთო ფილმზე? საზიზღარია ეს ფილმი! და ამ ფაქტზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება“. 10. სანდრა ბულოკი - სიჩქარე 2: კრუიზ კონტროლი (1997)
„მე მაქვს ერთი ფილმი, რომლის სანახავად არავინ მოსულა და მაინც მრცხვენია, რომ მასში ვითამაშე. მას "სიჩქარე 2" ჰქვია. ეს სრული სისულელეა. როგორც ვიცი, ამ ფილმის პრემიერაზე არც ერთი ფანი არ მოსულა“. 11. ბენ აფლეკი- თავზეხელაღებული (2003)
„თავზეხელაღებულმა საერთოდ არ იმუშავა! უბრალოდ მძულს ეს ფილმი. ძალიან მინდოდა ისევ სუპერგმირის თამაში, რის გამოც ერთ მშვენიერ დღეს დავთანხმდი ბეტმენის თამაშზე“. 12. ბრედ პიტი - ეშმაკის საკუთრება(1997) „ეს არის ყველაზე უპასუხისმგებლო და უაზრო ფილმი, რაც მე ვიცი, თუ შეიძლება საერთოდ კინოს კლასიფიკაცია. 79 1-ს მოსწონს
|